ავტორი:

როგორი CV ჰქონდა მე-18 საუკუნეში დავით-გარეჯის არქიმანდრიტს? - ისტორიკოსი ფოტოს აქვეყნებს

როგორი CV ჰქონდა მე-18 საუკუნეში დავით-გარეჯის არქიმანდრიტს? - ისტორიკოსი ფოტოს აქვეყნებს

ისტორიის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი გიორგი ქავთარაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე აქვეყნებს დავით-გარეჯის არქიმანდრიტის, დავით ბოდბელის დოკუმენტს, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე CV-ის მაგალითია. მასზე დატანილია მონაცემები ბოდბელის მოღვაწეობის შესახებ, ადგილები და წლები, სადაც მას უმსახურია.

ამ უიშვიათესი ფორმის CV-ზე სასაუბროდ AMBEBI.GE გიორგი ქავთარაძეს დაუკავშირდა:

- ეს და სხვა მრავალი დოკუმენტი ადასტურებს, რომ როგორც მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში, ისე მეთვრამეტე საუკუნეში დავით გარეჯა საქართველოს ტერიტორია, ქართული მამათა მონასტერი იყო...

ეს არის ქართველი სასულიერო პირის - დავით ბოდბელის დაწერილი "სივი", რომელიც თან ერთვის მის მიერ დავით გარეჯის მონასტერში გადაწერილ სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონს. შინაარსით მოცემულია მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები ქრონოლოგიური თანმიმდევრობით...

მე ასეთი ფორმის, ასე ვთქვათ "სივი" სხვაგან არსად შემხვედრია. რაც შეეხება მის შინაარსს, ასეთია:

1728 ჩღკჱ დავით გარეჯის მონასტერში მიმიყვანეს : კე: 25: სასწავლოდ:

1737 ჩღლზ მონაზონად დაწინდებულ ვიქმენ: ნოემბერს: ით: 19: დ(ღ)ესა: შაბათსა:

1739 ჩღლთ დიაკონად კურთხეულ ვიქმენ: დეკემბერს: კგ: 23: შაბათს:

1748 ჩღმჱ მღვდელობა მივიღე: სულისწმიდის მოსვლას ივნის: 7

1753 ჩღნგ წინამძღვარად: იანვარს: ა: 1.ჩღჲდ

1764 მაისს: იზ: 17: დღეს: ბ: მღვდელთ მთავრად მაკურთხე: ბოდბლად: მეხუთეს: კვირას.

ბოლოში: "და აღსასრული ჩემი, ამ წინას კარზედ მიაწერეთ ძმანო და ლოცვით მომიხსენებდით. ძმობის სიყვარ"

დავით ბოდბელმა სასულიერო კარიერის, ბერ-მონაზვნობის ყველა საფეხური გაიარა დაწყებული დიაკვნიდან დამთავრებული ეპისკოპოსით. როგორც მის ავტობიოგრაფიაში გადმოგვცემენ, 1728 წლიდან 1764 წლამდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა დავით გარეჯში, სადაც გარდა სასულიერო მოღვაწეობისა, ეწეოდა საგანმანათლებლო საქმიანობას. გადაწერა არაერთი წიგნი, რაც შთამომავლობას შემოუნახა განადგურებისაგან...

1764 წლიდან მოღვაწეობას აგრძელებს ბოდბის მონასტერში მიტროპოლიტის წოდებით. გარდაიცვალა 1790 წელს. ემოციური მინაწერია CV-ში ბოლოს, სადაც ითხოვს გარდაცვალების თარიღის მიწერას...

დავით ბოდბელმა სულხან-საბას ლექსიკონი გადაწერა, რომელიც 1836 წელს თეიმურაზ ბატონიშვილმა თავის ევროპაში მოგზაურობისას საჩუქრად წაუღო პრუსიის იმპერატორ ფრიდრიხ ვილჰელმ III-ს. ამ ხელნაწერ წიგნს, რომელიც დღეს ინახება ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში, აქვს მინაწერი: „შევსწირე ლექსიკონი ესე მათს დიდებულებას პრუსიის კოროლს ფრიდერიკის ვილლელმ მესამესა, მათის დიდებულების ბიბლიოთეკისთვის. უმონებრიესის სიმდაბლით. სრულად საქართველოისა მეფის გიორგი მეათცამეტის ძე თეიმურაზ".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს