ავტორი:

სტიქია კახეთში - დატბორილი სოფლები და განადგურებული საკარმიდამო ნაკვეთები (ფოტოები)

სტიქია კახეთში - დატბორილი სოფლები და განადგურებული საკარმიდამო ნაკვეთები (ფოტოები)

კახეთში უამინდობამ პრობლემები შექმნა. გადაუღებელმა წვიმამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები დატბორა, დაზიანებულია საკარმიდამო ნაკვეთები, ვენახები, შიდა საუბნო გზები და დატბორილია სახლის პირველი სართულები.

მუნიციპალიტეტის მერის ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაცით, უხვმა ნალექმა პრობლემები თითქმის ყველა სოფელში შექმნა. მისი თქმით, სანიაღვრე არხებნა წყალი ვერ გაატარა, რამაც დატბორვა გამოიწვია.

"ჭარბმა ნალექმა დაზარალა ლაგოდეხის თითქმის ყველა სოფელი, განსაკუთრებით აფენის თემი. სანიაღვრე არხებმა წყალი ვერ გაატარა, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ვენახები, სასოფლო სამეურნეო სავარგულები, ასევე მოსახლობის ნაწილს ელექტროენერგია და სასმელი წყალი არ მიეწოდება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე სამაშველო ჯგუფები და შესაბამისი ტექნიკა მუშაობდა, ამ წუთებშიც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ჯერჯერობით ინფრასტრუქტურული ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს" - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა AMBEBI.GE-სთან საუბრისას.

VIDEO: სტიქია კახეთში - დატბორილია ვენახები, ნაკვეთები, სახლები, გათიშულია ელექტროენერგია და წყალი

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ასევე ახმეტაშიც. მუნიციპალიტეტის მერის თქმით, ადიდებულმმა მდინარე ალაზანმა კალაპოტი გარღვია და ახლომდებარე სოფლები დატბორა. დაზიანებულია სასოფლო სამერუენო სავარგულები.

"გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარე ალაზანი ადიდდა. სოფელ ქვემო და ზემო ალვანში ადიდებულმა მდინარემ სავარგულები დატობრა. მთელი ღამის განვალობაში ადგილზე მუშაობდა ტექნიკა, ამ დრომდე გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. ასევე უსაფრთხოების მიზნით, თიანეთის მიმართულებით დაკეტილია გზა" - განაცხადა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა.

ფოტოები: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია

"ამ ბიჭების დაკითხვის შემდეგ დამიჭირეს... აგენტები არიან" - აშშ-ს ციხეში მყოფი ავთანდილ ხურციძე მის პატიმრობაში ქართველ სპორტსმენებს ადანაშაულებს

აბიტურიენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობა ექნება

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1004-მდე გაიზარდა