ავტორი:

რა გზას მიაგნეს საფინანსო ინსტიტუტებმა სესხის გაცემის გამარტივებისთვის - ის, რას უნდა იცოდეთ

რა გზას მიაგნეს საფინანსო ინსტიტუტებმა სესხის გაცემის გამარტივებისთვის - ის, რას უნდა იცოდეთ

საბანკო რეგულაციების ამოქმედებიდან 4 თვის შემდეგ საფინანსო ინტიტუტებმა მოქალაქეებისთვის სესხის აღების გამარტივების ახალ გზას მიაგნეს. კერძოდ, საფინანსო სექტორი ქმნის ახალ სპეციალურ ბაზას იმ დასაქმებული მოქალაქეების შესახებ, რომლებიც ხელფასს დღემდე „ხელზე იღებენ“.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის იანვრიდან საფინანსო სექტორისთვის ამოქმედდა რეგულაციები, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს შემოსავლის დადასტურების გარეშე, სესხის აღება აეკრძალათ. ასევე შეიცვალა სესხის კოეფიციენტები და მისი მოცულობის ლიმიტიც. აღსანიშნავია, რომ რეგულაციების ამოქმედებამ გარკვეული პრობლემები უკვე შეუქმნა ბიზნესსს (ტექნიკის მაღაზიები, სამშენებლო სექტორი) და ასევე იმ მოქალაქეებს, რომელთაც შემოსავალი ოფიციალურად არ უფიქსირდებათ.

სწორედ ამ მოქალაქეებისთვის, საფინანსო ინსტიტუტებმა დაიწყეს გარკვეული მომსახურების შეთავაზება, რომელიც მათ სესხის აღების თუ განვადების პროცესს გაუმარტივებს. კერძოდ, ფინანსური ინსტიტუტის წარმომადგენლები „კარდაკარის პრინციპით“ დადიან სილამაზის სალონებში, კვების ობიექტებში, სადაც დიდი ალბათობით დასაქმებულები შემოსავალს „ხელზე იღებენ“ და მათ სპეციალურ ბაზაში გაწევრიანებას სთავაზობენ.

ტექსტი ასეთია: „თქვენი პირადი ნომერი, სახელი/გვარი და ფოტოსურათი დაგვჭირდება, რათა ჩაგსვათ დასაქმებულთა ბაზაში და როდესაც სესხის აღება ან განვადების გაკეთება დაგჭირდებათ, ცნობების და სახელფასო ამონაწერის წარდგენა აღარ დაგჭირდებათ“.

„ბიზნესპრესნიუსი“დაინტერესდა, როგორ აფასებენ ამ ბაზის შექმნას. ხედავენ თუ არა რისკს ექსპერტები და არის თუ არა საფინანსო ინსტიტუტების ქცევა რეგულაციებისთვის გვერდის ავლა. წაიკითხეთ სრულად

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო