ავტორი:

ვინ ფლობს "რუსთავი 2-ს"

ვინ ფლობს "რუსთავი 2-ს"

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გუშინ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც ტელეკომპანიის ერთ-ერთი მეწილის ნინო ნიჟარაძის სარჩელსა და მოთხოვნებზე ისაუბრა.

მისივე თქმით, ტელევიზიის წილის 9%-ის მფლობელმა ნინო ნიჟარაძემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლის მიხედვითაც, „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორისგან, სხვა მეწილეებისგან და ე.წ გაყიდვების სახლისგან, ჯამში დაგროვილი გადასახადების სახით, 26 მილიონ ლარის კომპენსაციას ითხოვს. გვარამიას თქმით, ამ სარჩელის მიზანია - კომპანიის გაკოტრება და მისი ბიძინა ივანიშვილის მიერ შეძენა.

სამეწარმეო რეესტრის 10 აპრილის ამონაწერის მიხედვით, ნინო ნიჟარაძე სამაუწყებლო კომპანიაში 9%-ს ფლობს. „რუსთავის 2“-ში 22%-იან წილს ფლობს ლევან ყარამანიშვილი, 18%-ს გიორგი ყარამანიშვილი, ხოლო საკონტროლო პაკეტის - 51%-ის წილის მფლობელი შპს „ტელეკომპანია საქართველოა“.

თავის მხრივ „ტელეკომპანია საქართველოს“ 2018 წლის 20 აგვისტოს ამონაწერის თანახმად, 25%-25%-ს - გიორგი და ლევან ყარამანიშვილები, 50%-იან წილს კი ნიკოლოზ ნაყოფია ფლობს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კობა ნაყოფიას შვილია წაიკითხეთ სრულად

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო