ავტორი:

"ბევრჯერ მომდის ეს აზრი, მაგრამ ძალას ვნახულობ და ვკლავ ჩემში, რადგან საქართველოს მოსახლეობის თანაგრძნობას ვხედავ" - მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ს მიმართავს

"ბევრჯერ მომდის ეს აზრი, მაგრამ ძალას ვნახულობ და ვკლავ ჩემში, რადგან საქართველოს მოსახლეობის თანაგრძნობას ვხედავ" - მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ს მიმართავს

დამიჭირონ, აქ ვარ, - ასე მიმართავს მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ს. მაჩალიკაშვილი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ტერაქტს არ გეგმავდა და ეს მხოლოდ მისი ფიქრები იყო, რომელსაც საკუთარ თავშივე კლავდა.

“მე გავიფიქრე, მე მომივიდა ეს აზრი და ბევრჯერ მომდის, მაგრამ ამას ვკლავ ჩემში, იმ ძალას ვნახულობ ჩემში, რადგან საქართველოს მოსახლეობის თანაგრძნობას ვხედავ და ამაზე არ ვარ წამსვლელი. მე ჩეჩენი, ქისტი კაცი ვარ - მომისმინეთ, მე ჩემს თვალწინ, სახლში მომიკლეს შვილი, ერთადერთი ვაჟი. მეც მაქვს ჩემი ღირსება და კაცობა, მაგრამ ამის მიუხედავად, ვცემ საქართველოს პატივს. მე არ მეშინია ციხის, მე ციხიდან ვიბრძოლებ. დამიჭირონ, აქ ვარ“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მისივე განმარტებით, ხელისუფლების მიზანია გაანადგურონ და „თემირლანის საქმე ჩაწყნარდეს“.

„ეს უნდათ, რადგან თუ თემირნალის საქმე სააშკარაოზე გამოვიდა, ხელისუფლება დაემხობათ თავზე“, - აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს