ავტორი:

საქართველოში უქმე დღეების რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს - რა ცვლილება იგეგმება "შრომის კოდექსში"

საქართველოში უქმე დღეების რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს - რა ცვლილება იგეგმება "შრომის კოდექსში"

პარლამენტში შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების ორი კანონპროექტია წარდგენილი, რომლის თანახმადაც ქვეყანაში უქმე დღეების რაოდენობა გაიზრდება.

კერძოდ, ერთ-ერთი კანონპროექტი, რომლის ავტორებიც პარლამენტის წევრები გია ჟორჟოლიანი და ბექა ნაცვლიშვილი არიან, 1-ლი მაისის უქმე დღედ გამოცხადებას გულისხმობს. როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, 1-ლი მაისი შრომის საერთაშორისო დღეა, რომელიც ევროპული ქვეყნების უმეტესობაში უქმე დღედაა გამოცხადებული.

პროექტის ავტორების შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება სახელმწიფოს მხრიდან შრომის და მშრომელი ადამიანების პატივისცემის გამოხატულება იქნება.

„ამავდროულად, ეს შრომის, როგორც საზოგადოების და ქვეყნის განვითარების ძირითადი ინსტრუმენტის აღიარებას წარმოადგენს. ამასთან ერთად, 1-ლი მაისის უქმე დღედ გამოცხადება წარმოადგენს სოლიდარობის გამოხატულებას, როგორც ქვეყნის შიგნით მშრომელი ადამიანების მიმართ, ასევე საერთაშორისო დონეზე,“-აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, მისი ერთ-ერთი ავტორი და ინიციატორი პარლამენტის წევრი ალექსანდრე ქანთარიაა. კანონპროექტის თანახმად, შრომის კოდექსის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ უქმე დღეების ჩამონათვალიდან ამოღებული იქნება 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე და დაემატება - 14 მაისი "სამშობლოს დღე". წაიკითხეთ სრულად

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო