ავტორი:

როენა ხუცურაულის ადვოკატი: "თავს არ ცნობს დამნაშავედ, იყენებს დუმილის უფლებას"

როენა ხუცურაულის ადვოკატი: "თავს არ ცნობს დამნაშავედ, იყენებს დუმილის უფლებას"

პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებული, სასტუმრო "მამიდას" მფლობელის, როენა ხუცურაულის ადვოკატის, არჩილ დვალიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და გამორიცხულია მას პროსტიტუციისთვის ადგილი ვინმესთვის გადაეცა. ამის შესახებ დვალიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განცხადებით, როენა ხუცურაული დუმილის უფლებას იყენებს.

"ბრალი წაყენებული აქვს 254-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. ბუნებრივია, თავს არ ცნობს დამნაშავედ. უდანაშაულოა! მისი პოზიცია, რომ იყენებს დუმილის უფლებას. რაც შეეხება გაჟღერებულ ინფორმაციას, რომ პროსტიტუციისთვის გადასცემდა ადგილს, ეს გამორიცხულია იქედან გამომდინარე, რომ მას საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება თავის ტერიტორიაზე სასტუმროს სახით. ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თუ რა სამართლებრივ დატვირთვას მისცემდა, იჯარით გადასცემდა თუ იპოთეკით დატვირთავდა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მეტის თქმა არ შემიძლია. ბრალი წაყენებული აქვს და, სავარაუდოდ, 48 საათში იქნება სასამართლო პროცესი", - განაცხადა დვალიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით 5 პირი დღეს დააკავა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს