ავტორი:

BBC-ის წამყვანი, რომელმაც პრინც ჰარისა და მეგან მარკლის შვილი მაიმუნს შეადარა, სამსახურიდან დაითხოვეს

BBC-ის წამყვანი, რომელმაც პრინც ჰარისა და მეგან მარკლის შვილი მაიმუნს შეადარა, სამსახურიდან დაითხოვეს

ბრიტანულმა მაუწყებელმა BBC-მ წამყვანი, რომელმაც პრინც ჰარისა და მეგან მერკლის ახალშობილ ვაჟზე "ტვიტერის" პირად გვერდზე რასისტული ხუმრობა დაწერა, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

"ბიბისის" Radio 5 Live-ის წამყვანმა დენი ბეიკერმა ახალშობილი არჩი მაიმუნს შეადარა, რის გამოც დამსაქმებლის მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა. ბეიკერმა "ტვიტერზე" მაიმუნის ფოტო განათავსა, რომელიც ორ ადამიანს ხელჩაკიდებული მოჰყავს და ფოტოს მიაწერა: "სამეფო ბავშვი საავადმყოფოს ტოვებს".

უარყოფითი გამოხმაურებისა და რასიზმში დადანაშაულების შემდეგ, წამყვანმა ფოტო წაშალა და ბოდიში მოიხადა, თუმცა ეს სამსახურის შენარჩუნებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

"ეს სერიოზული შეცდომა იყო, რაც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს, რომლებსაც ჩვენ, როგორც მაუწყებელი ვატარებთ. დენი არაჩვეულებრივი წამყავნია, თუმცა ის აღარ წაიყვანს ყოველკვირეულ გადაცემას ჩვენთან" - განაცხადა BBC-ის პრესსპიკერმა.

დენი ბეიკერმა მაუწყებელი მისი გათავისუფლების გამო გააკრიტიკა. 61 წლის ტელეწამყვანმა განმარტა, რომ ეს ხუმრობა სამეფო ოჯახის დაცინვისკენ იყო მიმართული.

„კიდევ ერთხელ გულწრფელ ბოდიშს ვიხდი უაზრო და დაუფიქრებელი ხუმრობის გამო. განზრახული იყო სამეფო ოჯახზე ხუმრობა და ასევე ტანისამოსში გამოწყობილ ცირკის ცხოველებზე, თუმცა საზოგადოებისგან ინტერპრეტირებული იყო, როგორც რასიზმი. სწორედ ამიტომ წავშალე" - განაცხადა წამყვანმა.

სასექსის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას პირველი შვილი 6 მაისს შეეძინათ. ახალშობილის ოფიციალური სახელი და გვარი - არჩი ჰარისონ მაუნტბატენ-უინძორი იქნება.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე