ავტორი:

"ომარის ხელში იარაღი არასდროს მინახავს და როდის ისწავლა ასე სროლა..." - რეალურად, ვინ მოკლა 4 ადამიანი სოფელ ყანდაურაში?

"ომარის ხელში იარაღი არასდროს მინახავს და როდის ისწავლა ასე სროლა..." - რეალურად, ვინ მოკლა 4 ადამიანი სოფელ ყანდაურაში?

AMBEBI.GE აგრძელებს მუშაობას საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში მომხდარი ოთხმაგი მკვლელობის თემაზე. ადგილობრივებთან რამდენიმედღიანი კომუნიკაციის შემდეგ, AMBEBI.GE-ს კორესპონდენტისთვის ცნობილი გახდა, რომ მკვლელობის დროს გამყრელიძეების საცხოვრებელ სახლში სავარაუდოდ იმყოფებოდა მკვლელობაში ბრალდებულის ომარ გამყრელიძის შვილი, ნოდარ გამყრელიძე და კიდევ ერთი ჯერჯერობით უცნობი პირი, რომელთა ძებნის სამუშაოები ბოლო ერთი კვირა აქტიურად მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, გუშინ AMBEBI.GE-სა და "ინტერპრესნიუსისთვის" ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ომარ გამყრელიძის შვილიშვილი დააკავა. ახალგაზრდა ბიჭს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების შენახვა-ტარებას ედავება.

ყანდაურელები ბოლო პერიოდში მკვლელობის საქმეში საეჭვო დეტალებზე საუბრობენ და ომარ გამყრელიძის ბრალეულობის არ სჯერათ. ადგილობრივების ინფორმაციით, მაშინ როდესაც საწოლს მიჯაჭვულ 76 წლის ელზა გამყრელიძეს თავის არეში ესროლეს, მისი მეუღლე ომარ გამყრელიძე საწოლთან იჯდა და დანის ტარით ცდილობდა ცოლისთვის შეკრული კრიჭა გაეხსნა. სწორედ ამ ფაქტით ცდილობდა ომარ გამყრელიძე პროცესზე თავის მართლებას.

"მე არავინ მომიკლავს, ხმაურზე გავედი ოთახში და ჩემი ცოლი დავინახე ცუდად იყო. ვცდილობდი დავხმარებოდი და ამ დროს მე როგორ მოვკლავდი სხვა ოთხ ადამიანს, მათ შორის ჩემს შვილს? ნეტა გადარჩეს ეს საწყალი, იქნება იმან თქვას სიმართლე, რა მოხდა და ვინ ესროლა" - განაცხადა 85 წლის ბრალდებულმა თავის მეუღლეზე, რომელიც მძიმე ჭრილობებით თბილისში გადაიყვანეს.

დაკავებული ხანდაზმული ამტკიცებს, რომ იარაღი საიდანაც გასროლა მოხდა, მას არ ეკუთვნის. უფრო მეტიც, დაკავებული აცხადებს, რომ აყვანის დროს ჯერ კიდევ არ იცოდა რომ მისი შვილი, რძალი და ორი მეზობელი გარდაცვლილები იყვნენ და ეს მხოლოდ მაშინ გაიგო, როდესაც პოლიციის მანქანით სოფელს ტოვებდა:

"პოლიცია რომ მოვიდა, ვერ ვიგებდი რა ხდებოდა, რატომ მიჭერთ-მეთქი, ვეხვეწებოდი... ჩამსვეს მანქანაში და წამიყვანეს, სოფელში რომ ჩამატარეს, ხალხი მკვლელს მეძახდა და ქვებს მესროდა. მაშინ გავიგე რაც მოხდა... მინდა გამიშვან სოფელში და ის ადამიანები ვნახო, ვინც ჩვენება მისცა ჩემს წინააღმდეგ, რომ მე დამინახეს იარაღით და რომ მე ვისროდი" - განაცხადა თელავის რაონულ სასამართლოში გამართულ პროცესზე გამყრელიძემ.

ყანდაურელები თავიდან ომარ გამყრელიძის ბრალეულობას იმით ხსნიდნენ, რომ ხანდაზმულ მამასა და მოკლულ შვილს დავით გამყრელიძეს ხშირად ქონდათ კონფლიქტი ქონების გამო, რა მიზეზითაც დავითი მეუღლესთან, ლელა ბორაშვილთან ერთად მშობლიური სახლიდან მახლობლად გადავიდა საცხოვრებლად.

მოკლული დედა-შვილის ოჯახის წევრი, ფრიდონ გამყრელიძე, რომელიც მკვლელობაში ბრალდებულის ბიძაშვილია, მკვლელობიდან რამდენიმე საათში აცხადებდა, რომ სწორედ მან გაიგონა გასროლის ხმა და დაინახა, როგორ დაეცა მისი შვილი მეზობლის ეზოში.

ფრიდონ გამყრელიძე თავდაპირველად, მკვლელობაში 85 წლის მოხუცს ადანაშაულებდა და ამბობდა: "ვითხოვ დასჯას, პატიმრობას კი არა, მის დაწვას. ეგ არანაირ გასამართლებას არ იმსახურებს". დღეს კი ფრიდონ გამყრელიძე შემთხვევამდე მომხდარ მოვლენებს ასე იხსენებს:

"ომარის სახლში მივედი და დავინახე ოთახში მეუღლის საწოლთან იჯდა მოხრილი და რაღაცას ბუტბუტებდა. გამოვბრუნდი და გზაში შემხვდა ჩემი შვილი, შავლეგო. მისი ეზოში შესვლისთანავე სროლის ხმა გავიგე, გავიხედე უკან და დავინახე ჩემი ბიჭი დაბლა ეგდო, ეს ხდებოდა სახლის შესასვლელში, მასთან მივიდა დასახმარებლად დათო (ბრალდებულის შვილი), შემდეგ ისევ გავიგე სროლის ხმა და ქალების კივილი. მინდოდა შესვლა და დახმარება, თუმცა სროლა ისევ განმეორდა, შემეშინდა და მეზობლებთან გავიქეცი დახმარების სათხოვნელად" - აღნიშნა ფრიოდონ გამყრელიძემ AMBEBI.GE-სთან საუბრისას.

ფრიდონ გამყრელიძემ განმარტა, რომ როცა მან შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე, ცოლთან მჯდომი ხანდაზმული ნახა, მის გარშემო საეჭვო არაფერი შეუნიშნავს, მით უფრო იარაღი და ეს ეჭვს უჩენს, რომ ასეთ მოკლე დროში ის იარაღის აღებას და დამიზნებით გულის არეში სროლას ვერ შეძლებდა.

"ვფიქრობ რომ, იმ დროში რაც მე დამჭირდა მათი სახლიდან ეზოში გასვლამდე, ვერ მოასწრებდა ომარი იარაღის აღებას და სროლას, თანაც მის გარშემო იარაღი არ დამინახავს, რომ დამენახა ჩემს შვილს და ცოლს იქ არ დავტოვებდი.

დაკითხვაზე ყოფნისას პოლიციისგანაც მოვისმინე, რომ ასეთი სიზუსტით სროლას ეს მოხუცი ვერ შეძლებდა, თანაც ორი იარაღითო. მეც ვფიქრობ, რომ ვერ შეძლებდა, რადგან ოთხივე მოკლულს იარაღი სიზუსტით და სასიკვდილოდ აქვს ნასროლი. ომარის ხელში იარაღის არასოდეს დამინახავს და სად ან როდის უნდა ესწავლა ასეთი სროლა?" - ამბობს ფრიდონ გამყრელიძე AMBEBI.GE-სთან საუბრისას.

სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი ინფორმაციით დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილზე სროლა ორი სხვადასხვა იარაღით განხორციელდა. ამ ეტაპზე კი ამოღებულია მხოლოდ ერთი იარაღი და მეორეს ძებნა ხორციელედება.

3 მაისს დილით მომხდარი საზარელი მკვლელობიდან რამდენიმე საათში, შინაგან საქმეთა სამისიტროს კახეთის პოლიცის სამხარეო დეპარტამეტის დირექტორის მოადგილემ ოფიცილურად განაცხადა, რომ დანაშაული ოჯახში ძალადობის ნიადაგზე იყო ჩადენილი, რაზეც გამოძიება სისხლის სამართლის 109 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით დაიწყო, დამნაშავე პირი დაკავებული, ხოლო დანაშაულის იარაღი ამოღებული იყო. უწყების ამ განმარტებას ადგილობრივები იმით ხსნიან, რომ საქმის ადგილზე შასწავლით საამართალდმცველებმა მაშინვე გამოკვეთეს მკვლელობაში სხვა პირის მონაწილეობა, თუმცა 85 წლის გამყრელიძის დაკავებით, მისივე უსაფრთხოება დაიცვეს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს