ავტორი:

მეგან მერკლის ორსულობა 1 მილიონი დოლარი დაჯდა - როგორ მოაწყო წყვილმა ახალშობილის ოთახი?

მეგან მერკლის ორსულობა 1 მილიონი დოლარი დაჯდა - როგორ მოაწყო წყვილმა ახალშობილის ოთახი?

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, სასექსის ჰერცოგინია მეგან მერკლის ორსულობა სამეფო ოჯახს დაახლოებით 800 ათასი ფუნტი სტერლინგი, ანუ მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდა. ამ თანხიდან მხოლოდ მშობიარობაზე, მინიმუმ 20 ათასი ფუნტი სტერლინგი დაიხარჯა.

სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ ახალშობილი არჩის ოთახის მოსაწყობად 65 ათასი დოლარი დახარჯეს.

ოთახში მწვანე ენერგიის გამომამუშავებელი ბლოკი დაამონტაჟეს და ოთახი ეკოლოგიურად სუფთა მასალებით, ინტერიერის დიზაინერთან ვიკი ჩარლზთან ერთად გააკეთეს. უფრო მეტიც, სამეფო წყვილმა ოთახის შესაღებად, როზმარინისა და ევკალიპტის ზეთის საღებავი შეარჩია.

როგორც ირკვევა, მეგანისთვის ორსულობის პერიოდის შესამსუბუქებლად, სამეფო წყვილმა თანხა არც აკუპუნქტურაზე (ჩინური ხალხური მედიცინის მეთოდი, რაც მდგომარეობს სხეულის გარკვეულ წერტილებში ნემსის ჩხვლეტაში) დაზოგა.

როგორც ცნობილია, პრინცი ჰარი მეუღლეს ხშირად უერთდებოდა აღნიშნულ პროცედურებში. საერთო ჯამში ამაზე 11 300 დოლარზე მეტი დაიხარჯა.

მშობიარესთვის განკუთვნილი ნომერი პორტლენდის სამშობიაროში

ორსულობა ქალის სხეულს მნიშვნელოვნად ცვლის და მეგან მარკლმაც საგრძნობლად მოიმატა წონაში. ამ დროს თითქმის ყველა მომავალ დედას სჭირდება გარდერობის განახლება და ორსულობის დროს მოსახერხებელი და ლამაზი ტანსაცმლის ტარება. მეგანმა, ორსულობის ცხრა თვეში ახალ ტანისამოსზე 500 000 დოლარზე მეტი დახარჯა.

ამასთან, მშობიარობამდე ცოტა ხნით ადრე, წყვილმა დასვენება მოიწყო ჰემფშირში მდებარე ძვირადღირებულ სპა კურორტზე. ინგლისურ ლექსიკონში ცნობილი babymoon-ისთვის (რაც ნიშნავს დასვენებას ორსულობის მეორე ტრიმესტრში, მშობიარობამდე ცოტა ხნით ადრე), მათ თითქმის 43 ათასი დოლარი დახარჯეს. წყვილმა კურორტზე საერთო ჯამში სამი დღე გაატარა.

სავარაუდოდ, ამ ნომერში გაატარა წყვილმა babymoon

რაც შეეხება მშობიარობას, გავრცელებული ინფორმაციით, მეგანმა პორტლენდში მდებარე ძვირადღირებული სამშობიარო შეარჩია, სადაც დიზაინერმა ვიქტორია ბექჰემმა, ასევე მოდელმა და მსახიობმა ლიზ ჰერლიმ იმშობიარეს. VIP მშობლები, აქ რამდენიმე ათეულ ათას დოლარს ხარჯავენ მშობიარობაზე. მშობიარობის ყველაზე დაბალფასიანი ღირებულება აქ 20 ათას ფუნტს შეადგენს, თუმცა ზოგიერთი წყვილი 700 ათას დოლარსაც ხარჯავს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე