ავტორი:

დაცემული პუტინი - ჰოკეის მოედანზე პრეზიდენტის წაქცევის კადრებმა ინტერნეტი დაიპყრო

დაცემული პუტინი - ჰოკეის მოედანზე პრეზიდენტის წაქცევის კადრებმა ინტერნეტი დაიპყრო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სოჭში პარასკევს გამართული ჰოკეის მატჩის შემდეგ, დარბაზთან მისალმების დროს ყინულზე წაიქცა.

66 წლის ლიდერი მაშინ დაეცა, როცა შეკრებილ გულშემატკივრებს ხელს უქნევდა და თან მოედანზე სრიალებდა. ის მოულოდნელად წამოედო ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას და ზედ დაეცა.

კადრებში ჩანს, რომ პუტინის ორმა თანაგუნდელმა სცადა კიდეც პრეზიდენტის შეჩერება, თუმცა ვეღარ მოასწრეს. პრეზიდენტი სწრაფადვე წამოდგა და თითქოს არც წაქცეულა, ისე განაგრძო ხელის ქნევა შეკრებილი საზოგადოებისთვის.

სამოყვარულო თამაშში ვეტერანი ჰოკეისტები, ბიზნესმენები და პოლიტიკოსები მონაწილეობდნენ, მატჩში პუტინმა 8 გოლი მიითვალა.

ინტერნეტში კადრების გავრცელების შემდეგ ვიდეო მილიონობით ადამიანმა ნახა და ინტერნეტმომხმარებლებს სიცილის და კრიტიკის მიზეზიც გაუჩნდათ.

"ვინც ხალიჩა დააფინა, მკვდარია"; "არ მინდა პლუტონიუმით მოწამვლით მოვკვდე, მაგრამ მინდა ყველამ ნახოს პუტინის დაცემა"; "...და ამის შემდეგ, მან დარბაზის ტექნიკური ჯგუფი სიკვდილით დასაჯა"; "სუსტი თამაში იყო - კიმ ჩენ ინმა 100 გოლი გაიტანა"; "მინდა სიცილის სმაილი დავწერო, მაგრამ მეშინია სიკვდილით არ დავასრულო" - წერენ ინტერნეტმომხმარებლები ვიდეოს კომენტარებში.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე