ავტორი:

ქართული ასოებით აფხაზურად დაწერილი წერილი მეორე მსოფლიო ომიდან და ლაზარეთში გარდაცვლილი ქართველების მონაცემები

ქართული ასოებით აფხაზურად დაწერილი წერილი მეორე მსოფლიო ომიდან და ლაზარეთში გარდაცვლილი ქართველების მონაცემები

მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ ოჯახის წევრებს ათეული წლებია ათასობით ქართველი ეძებს. მათ რიცხვშია ბაღათურიების ოჯახი, რომლებიც ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ ალექსანდრე (ჭიჭიკო) ბაღათურიას 70-იანი წლებიდან ეძებენ.

ალექსანდრეს ძმამ სამხედრო კომისარიატში პირველი წერილი 1972 წლის 17 ივლისს გაგზავნა, თუმცა, პასუხი არც მაშინ და არც წლების შემდეგ არ მიუღია... ახლახან ქერჩის კომისიამ AMBEBI.GE-ს მიაწოდა რუსულ ენაზე შედგენილი თხოვნა-წერილის ასლი, სადაც ჯარისკაცის ძმა უგზო-უკვლოდ დაკარგული ოჯახის წევრის შესახებ ცნობებს ითხოვს:

"ჩემი ძმა, ალექსანდრე ჭიჭიკო ბაღათურია, დაბადებული 1918 წელს წულუკიძის რაიონის სოფელ ნახალევში. 1938-1939 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიაში ბელორუსის ნაწილში. მონაწილეობდა ფინეთის ომში, არტილერისტი იყო. 1941 წელს ქუთაისიდან გაიწვიეს ფრონტის ხაზზე.

ერთ-ერთი წერილი მისგან 1942 წლის დეკემბერში მივიღეთ. ამის შემდეგ, იმავე წლის 4 მარტს კიდევ ერთი წერილი ქერჩიდან მოვიდა, რის შემდეგაც ჩემი ძმა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. იქნებ გვაპოვნინოთ მისი საფლავი.... პატივისცემით, კ. ბაღათურია", - იტყობინებოდა ჯარისკაცის ძმა.

ქერჩის კომისიის ხელმღვანელის ნატალია ძიუბას თქმით, წერილის პოვნის შემდეგ, მათ მოიძიეს ალექსანდრე (ჭიჭიკო) ბაღათურიას მონაცემები, რომელიც, როგორც ძმის წერილი, წლების მანძილზე გასაიდუმლოებული იყო და გაირკვა, რომ ჯარისკაცი დაიღუპა 1942 წლის 16 მაისს ქალაქ ქერჩში მიმდინარე ბრძოლებისას...

კომისიის ცნობით, ქერჩის ბრძოლებისას გერმანულმა ავიაციამ დაბომბა სამხედრო გემი - АРМЕНИА, საიდანაც დაჭრილი ჯარისკაცების მხოლოდ ნაწილის ევაკუაცია მოხერხდა.

"ცნობილია, ჩაძირული გემის ადგილი. არსებული ცნობებით, იქ ჯერ კიდევ შემორჩენილია იმდროინდელი ნივთები და სავარაუდოდ, კაფსულებიც, რომლებშიც მეომრების გვარ-სახელები ინახება. მსგავსი კაფსულები ხმელეთზე ჩატარებული გათხრების დროსაც ვიპოვნეთ და მათი იდენტიფიკაცია მიმდინარეობს..." - აცხადებს კომისიის წევრი სუსანა კირაკოზიანი AMBEBI.GE-სთან საუბარში.

ქერჩის კომისიამ, ასევე მოგვაწოდა სოხუმელი ანა იაკობის ასული ნემცევას წერილი, რომელიც მამას ქართული ასოებით, თუმცა, აფხაზური შინაარსით მისწერა.

კომისიის წევრების ვარაუდით, გოგონა მედდა ან რადისტი იყო. ის მამას, სოხუმში, სპეცმშენებლის 7/2-ში უგზავნის წერილს და მასში ლუდოვიკოსა და ოტელოს პერსონაჟების ციტატები აქვს გამოყენებული, დაახლოებით ასეთი შინაარსით: "ვინც ჩვენ გმირად და ვაჟკაცად მიგვაჩნდა, სწორედ მან გაგვიცრუა იმედი..."

მკითხველის დიდი ინტერესიდან გამომდინარე, აქვე გთავაზობთ გერმანიაში, ცაითჰაინის სასაფლაოზე ნაპოვნი ქართველების გვარ-სახელებს, რომელთა მონაცემები საერთო სასაფლაოებზე დადგმული სტენდიდან ამოვიწერე.

ყველა მათგანის გასწვრივ შავი ჯვარია გამოსახული, რაც ნიშნავს, რომ ლაზარეთში არაადამიანურ პირობებში გარდაიცვალნენ, სადაც რამდენჯერმე იფეთქა ტიფის, ტუბერკულოზისა და დიზენტერიის ეპიდემიამ.

გრიგორი ნესტორის ძე ჩიხლაძე - დაბადებული 1903 წელს, დაიღუპა 1944 წლის 25 მაისს.

ვალიკო გიორგის ძე ჭანუყვაძე - დაბადებული 1905 წელს, დაიღუპა 1994 წლის 4 მაისს.

ივანე მიხეილის ძე აბელაშვილი - დაბადებული 1913 წელს, დაიღუპა 1944 წლის 1 მაისს.

ეგორ პეპუს ძე ალხანიშვილი - დაბადებული 1909 წელს, დაიღუპა 1944 წლის 1 მარტს.

ფროტ ბენაშვილი - დაბადებული 1898 წელს, დაიღუპა 1944 წლის 1 იანვარს.

ნოე არქიფოს ძე ქირია - დაბადებული 1905 წელს, დაიღუპა 1943 წლის 31 დეკემბერს.

გრიგორი ვასილის ძე ხონელიძე - დაბადებული 1919 წელს, დაიღუპა 1944 წლის 12 იანვარს.

შალიკო ფედოს ძე ყელოშვილი - დაბადებული 1916 წელს, დაიღუპა 1943 წლის 27 სექტემბერს.

ავგუსტ სტეფანეს კაჭკაჭიშვილი - დაბადებული 1910 წელს, დაიღუპა 1943 წლის 7 ოქტომბერს.

იორდანი სერგეის ძე ბელეხოძე - დაბადებული 1903 წელს, დაიღუპა 1943 წლის 19 სექტემბერს.

ნაზიდა ნიკოს ძე სანდარაშვილი - დაბადებული 1910 წელს, დაიღუპა 1943 წლის 21 სექტემბერს.

სტეფან ალექსანდრე ძე ჭედლიშვილი - დაბადებული 1905 წლის 15 თებერვალს, დაიღუპა 1943 წლის 13 ოქტომბერს.

გიორგი მიხეილს ძე ემრაშვილი - დაბადებული 1898 წელს, დაიღუპა 1943 წლის 19 ოქტომბერს.

შალიკო თედოს ძე კელოშვილი (ან ყელოშვილი) - დაბადებული 1916 წელს, დაიღუპა 143 წლის 27 სექტემბერს.

ვლადიმერ ილიას ძე კაკულია - დაბადებული 1919 წელს, დაიღუპა 1943 წლის 27 სექტემბერს.

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?