ავტორი:

ბრიტნი სპირსი სცენაზე, სავარაუდოდ, აღარასოდეს დაბრუნდება

ბრიტნი სპირსი სცენაზე, სავარაუდოდ, აღარასოდეს დაბრუნდება

ბრიტნი სპირსმა, შესაძლოა, აღარასოდეს იმღეროს, ამის შესახებ მისმა მენეჯერმა, ლარი რუდოლფმა განაცხადა.

სპირსი 30 დღის განმავლობაში ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იმყოფებოდა. მენეჯერი ამბობს, რომ ბრიტნი სცენაზე დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ გამოვა და შესაძლოა, სიმღერა ვეღარასოდეს შეძლოს.

რამდენიმე დღის წინ მუსიკოსი სასამართლოში გამოცხადდა, სხდომაზე მამის მეურვეობის საკითხი განიხილეს - უკვე 10 წელზე მეტია, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრიტნის ფინანსებს მისი მამა, ჯეიმი აკონტროლებს. მუსიკოსს კი სურს, საკუთარი ქონება თავად განკარგოს. რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, უცნობია.

რუდოლფმა არ იცის, მოისურვებს თუ არა ბრიტნი კარიერის გაგრძელებას.

„არ მინდა იმუშაოს, სანამ ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად არ იქნება მზად. თუ ოდესმე მოისურვებს დაბრუნებას, მასთან ვიქნები და ჩემს აზრსაც ვეტყვი, სწორი იქნება თუ არა სცენაზე დაბრუნების გადაწყვეტილება,“ - აცხადებს ბრიტნის მენეჯერი.

ეკოპროექტი "გამოღვიძება" - "ბლექ სი არენა“ და "მუსიკოსთა პარკი“ ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების ინოვაციურ პროექტს ახორციელებს

განსხვავებული საფესტივალო სივრცე და საქართველოში აღიარებული არტისტები Festival “Haerze”

"არ მომცეს უფრო მეტი შვილის გაჩენის უფლება, ფსიქიატრიულში გამომკეტეს... მე უბრალოდ ჩემი ცხოვრების დაბრუნება მსურს" - ბრიტნი სპირსის სიტყვა სასამართლოზე და ბრალდებები მამას