ავტორი:

4 სამედიცინო რეკომენდაცია, რომელიც სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ - რას გირჩევთ პროფესორი

4 სამედიცინო რეკომენდაცია, რომელიც სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ - რას გირჩევთ პროფესორი

პრევენციას საუკეთესო მკურნალობას უწოდებენ - თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ მილიონობით ადამიანი თავს იკავებს ექიმთან კონსულტაციაზე მისვლისგან, აუცილებელი საჭიროების გარეშე.

„უამრავი რამ არის, რაც ყველა ჩვენგანს შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ, თავი უკეთ ვიგრძნოთ, ცხოვრების ხარისხი გავიუმჯობესოთ და დავეხმაროთ საკუთარ თავს, უფრო დიდხანს ვიცოცხლოთ" - ამბობს ვირჯინიის თანამეგობრობის უნივერსიტეტის ოჯახური მედიცინის პროფესორი ალექს კრისტი.

პროფესორი გამოყოფს 4 ტიპის აუცილებელ პრევენციულ სამედიცინო კონსულტაციას, რომელიც ადამიანებს ხანგრძლივი და ჯანმრთელი ცხოვრების შენარჩუნებაში დაეხმარება.

  • სკრინინგი

პროფესორი გვირჩევს, პირველ რიგში, ოჯახის ექიმს მივმართოთ ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის დადგენის მიზნით. ამის შემდეგ, ექიმი თვითონ განსაზღვრავს, რომელიმე კონკრეტული ტესტის ჩასატარებლად გაგვიშვებს, თუ სხვა სპეციალისტთან გადაგვამისამართებს.

კრისტის თქმით, ზრდასრულებმა ყველაზე ხშირად მაღალ არტერიულ წნევაზე, დეპრესიაზე, სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებსა და კანის კიბოზე უნდა შეიმოწმონ თავი. ყველაფერი დანარჩენი უკვე სპეციფიკური შემოწმების საგანია და დამოკიდებულია ასაკზე, სქესსა და ინდივიდუალურ რისკ ფაქტორებზე.

სპეციალისტი ასევე გვირჩევს, რომ გადამეტებულ ტესტირებას მოვეშვათ და სავალდებულო სკრინინგი 3-5 წელიწადში ერთხელ ჩავიტაროთ, რადგან ნაადრევმა ტესტირებამ შესაძლოა მცდარი დიაგნოზისა და გადაჭარბებული, არასაჭირო, მკურნალობის რისკი გაზარდოს.

„ზოგიერთ შემთხვევაში, მეტი უკეთესს არ ნიშნავს! მნიშვნელოვანია პრევენციული მკურნალობა სწორად და შესაბამის დროს მივიღოთ. აქაც ექიმები დაგეხმარებიან იმის დადგენაში კონკრეტულად, რისი შემოწმება გვჭირდება და რა ვადებში“ - ამბობს ალექს კრისტი.

დაგაინტერესებთ: გამოკვლევები, რომლებიც წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტაროთ - ეს რჩევები ჯანმრთელობას შეგინარჩუნებთ

  • იმუნიზაცია

შესაბამისი ვაქცინის მიღება ყველაზე ეფექტური და მარტივი გზაა გადამდები და გავრცელებული დაავადებებისთვის თავის ასარიდებმად. დაავადებების კონტროლისა და პრევენციის ცენტრს შედგენილი აქვს რეკომენდებული ვაქცინების სრული სია - აცრების ეროვნული კალენდარი, ბავშვობიდან ზრდასრულობამდე. ვაქცინების უმეტესობა ადამიანს ბავშვობაში უკეთდება და მთელი ცხოვრების განმავლობაში მოქმედებს.

ცენტრის წარმომადგენლები, ადრეულ ასაკში განსაკუთრებით გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას უწევენ რეკომენდაციას. პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას კი, რომელიც ცოტა ხნის წინ თინეიჯერებისა და ზრდასრულებისთვის გახდა დასაშვები, საშვილოსნოს ყელის სიმსივნისგან ჩვენი დაცვა შეუძლია.

  • ფსიქოლოგიური კონსულტაცია

ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს ან ისეთი მკაფიოდ გამოხატული ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს, როგორიც დეპრესია და მოუსვენრობაა, სპეციალისტთან კონსულტაცია აუცილებლად უნდა გაიაროს.

თუმც,ა კონსულტაციის გავლა მხოლოდ თერაპია არ არის. მკურნალ ექიმთან ცხოვრებისეულ ჩვევებზე საუბარმა შესაძლოა, ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს. ადამიანის ცხოვრების სტილში არსებულ 4 ჩვევას: არასწორ კვებას, ნაკლებ ფიზიკურ აქტივობას, მოწევასა და ალკოჰოლის არასწორად მოხმარებას, აშშ-ში ნაადრევი სიკვდილის შემთხვევების მესამედი უკავშირდება, ამ ჩვევების გაკონტროლება კი სხვადასხვა დაავადებების რისკს შეამცირებს.

კონტროლის საკუთარ ხელში აღებაში სწორედ რომ მკურნალი ექიმი დაგეხმარებთ და ამგვარად, თავს აარიდებთ ამ მავნე ჩვევებთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის ისეთ მდგომარეობებს, როგორიცაა: ჭარბწონიანობა, დეპრესია, მეორე ტიპის დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, სიმსივნე და ნადრევი სიკვდილი.

დაგაინტერესებთ: რა იწვევს გულის დაავადებებს ახალგაზრდებში და რა სიმპტომებს უნდა მიაქციოთ ყურადღება - კარდიოლოგი გირჩევთ

  • პროფილაქტიკისთვის განკუთვნილი მედიკამენტების სახელმძღვანელო

ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლოა, ექიმმა მედიკამენტები გამოგიწეროთ ქრონიკული დაავადებების პრევენციისთვის.

მაგალითად, ზოგიერთი ექიმი თავის პაციენტს ყოველდღიურად ასპირინს უნიშნავს, რათა კარდიოვასკულარული დაავადებების პრევენცია მოახდინოს - თუმცა აქვე გასათალისწინებელია, რომ ამ მიმართულებით კვლევები წინ მიდის და ცხადი ხდება, რომ ასპირინის ყოველდღიური მიღება კონკრეტული ადამიანებისთვის, შესაძლოა მავნებელიც აღმოჩნდეს.

ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველა პრეპარატი ექიმის დანიშნულების მიხედვით მივიღოთ. საბოლოო ჯამში კი, პრევენციული მკურნალობისთვის აუცილებლია სპეციალისტს მიმართოთ რათა ჯანმრთელობა გაიუმჯობესოთ, თავი უკეთ იგრძნოთ და სიცოცხლე გაიხანგრძლივოთ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი