ავტორი:

რუსეთში ქართველ კრიმინალებს შორის ბრძოლა გრძელდება - ვინ არის "ბესო რუსთავსკი", რომელმაც კავკასიურ კლანებში განხეთქილება შეიტანა

რუსეთში ქართველ კრიმინალებს შორის ბრძოლა გრძელდება - ვინ არის "ბესო რუსთავსკი", რომელმაც კავკასიურ კლანებში განხეთქილება შეიტანა

რუსეთში ხელისუფლების ინიციატივის კვალდაკვალ, რომ დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადონ კრიმინალებს, ქართველ ე.წ. კანონიერი ქურდებს შორის დაპირისპირება გრძელდება. რუსული ინტერნეტგამოცემა Прайм Крайм-ის ცნობით, ამჯერად მათი ყურადღების ცენტრში 36 წლის ყოფილი ე.წ. კანონიერი ქურდი ბესო კვინიხიძე გახდა რომელიც კრიმინალურ წრეებში "ბესო რუსთავსკის" ზედმეტსახელით არის ცნობილი. რამდენიმე ხნის წინ მან თავისი სახელის "რეანიმაცია" მოისურვა, რაც კრიმინალური სამყაროს პირველი პირებს შორის ლამის კიდევ ერთი დაპირისპირების წინაპირობა გახდა.

გამოცემის ცნობით, იაკუტიის ქალაქ ნერიუნგში მცხოვრები ბესიკ კვინიხიძე, რომელსაც "მემკვიდრეობით კანონდამრღვევსაც" უწოდებენ, "ბები-ბუმერის" (бэби-бумер) თაობას ეკუთვნის. ეს უკანასკნელი კრიმინალურ სამყაროში 2011-2014-წლებში ე.წ. მეგრული კლანის "ქარდავა-მზარეულას" მიერ არის აღიარებული.

გავლენიან კლანებში ბესო მაქსიმ ფრანცუზთან ერთად გახდა აღიარებული, რომელთანაც ერთად ის წლების წინ სმოლენსკის ოლქის ციხეში სასჯელს იხდიდა. მათთან ერთად იყო ანდრეი თურქი და თემურ გული. ამ "ოთხეულიდან" რეალური გავლენები ახლა მხოლოდ გულის აქვს.

"მოგვიანებით გაირკვა, რომ პეტერბურგელმა კრიმინალებმა ბესო ლეხა ირკუტსკისთან ერთად "გააბათილეს" იმ მიზეზით, რომ ის ე.წ. ქურდების ოჯახში მოტყუებით შევიდა, რადგან "ბუტირკის" ციხეში მომხდარი ინციდენტის შესახებ არ გაამხილა. საუბარია 2006 წელს მომხდარ ფაქტზე, როდესაც ბესოს ასევე კრიმინალი გუჯა თურქაძე ფიზიკურად გაუსწორდა და ე.წ. ობშიაკის წილებიდან ჩამოაშორა, რადგან მან ადმინისტრაციის წინაშე უბრალო პატიმარი სცემა. ამის შემდეგ ის გუჯასთან ანგარიშის გასწორებას აპირებდა, მაგრამ არ გამოუვიდა.

"მოგვიანებით, მისი ე.წ. ქურდულ ოჯახში დაბრუნება შალვა ოზმანოვამ, იგივე "კუსიამ" სცადა, რომელიც შაქროს ნათესავად ეკუთვნის. ამის წინაპირობა, ე.წ. ზონაში ბესოს "დამსახურება" გახდა, როდესაც მან ერთ-ერთ ციხეში ე.წ. სარატოვის მმართველობა "გაალღო" და "წითელ რეგიონში", სადაც პატიმრებს კლავდნენ და აუპატიურებდნენ, "ქურდული წესრიგი" დაამყარა. არსებული ვერსიით, იმ დაწესებულებაში კუსია სწორედ ბესოს დახმარებით გადარჩა" – წერს გამოცემა. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ სინამდვილეში ყველაფრის უკან იმავე ციხეში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი ირაკლი დანელია იდგა. ბესომ კი უბრალოდ, ქულები დაიწერა.

საქმე ის არის, რომ მას შემდეგ რაც ბესო კვინიხიძეს ციხის ამბები, რუსეთში ასევე ძალზე გავლენიანი აზერბაიჯანელი კრიმინალის, ნადირ სალიფოვის, იგივე "გულის" უამბეს, ის შთაბეჭდილების ქვეშ იყო, თუმცა მალევე ცნობილი გახდა, რომ "ბესო არტისტული ნატურა იყო, რომელიც მუდმივად დიდებისკენ მიისწრაფოდა, რასაც საკმაოდ კარგად და სწორად აკეთებდა... თუ არ ჩავთვლით ხანდახან გარეულ იაფფასიან ეფექტებს, რაზეც სხვები ცუდად ხუმრობდნენ" – წერს გამოცემა.

ასეა თუ ისე, მან მოსკოვამდე მიაღწია. მისმა ქმედებებმა იქაური და პეტერბურგელი ე.წ. კანონიერი ქურდების უკმაყოფილება გამოიწვია და ის გააფრთხილეს, გაჩუმებულიყო. უკვე გასაგები იყო, რომ მისი, როგორც ავტორიტეტის დღეები დათვლილი იყო. თუმცა, მის გამო ნადირ სალიფოვისა და ასევე ე.წ. კანონიერი ქურდის ასატრიანას ინტერესები გადაიკვეთა და პირველ რაუნდში მოგება აზერბაიჯანელ სალიფოვს დარჩა.

გამოცემის ცნობით, ბესომ უკვე მოახერხა და არა მხოლოდ ქართულ, მთლიანად კავკასიურ კლანებში განხეთქილება შეიტანა და ახლა, როდესაც ისინი რუსეთის სპეცსამსახურების ყურადღების ქვეშ არიან, კავკასიელი კრიმინალები ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძვიან, რაც მათი "განეიტრალებისთვის" საუკეთესო გზაა.

რუსული მედია წერს, რომ სინამდვილეში, რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებსა და კრიმინალებს შორის საკმაოდ შეხმატკბილებული ურთიერთობაა და კანონი ე.წ. კანონიერ ქურდებს ვერაფერს დააკლებს, "თუმცა, ზოგჯერ ისინი დაუნდობელ ბრძოლას უცხადებენ ერთმანეთს და ამით კანონის საქმეს აკეთებენ..."

7.0 მაგნიტუდის მიწისძვრამ საბერძნეთი და თურქეთი დააზარალა - მიწისძვრას იზმირში ნგრევა მოჰყვა

"მხარს ვუჭერ ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების განთავსებას... შესაძლოა, ეს კონფლიქტის ოპტიმალური გადაწყვეტა იყოს" - ნიკოლ ფაშინიანი

ტუნისელი მამაკაცი, რომელმაც ნიცაში, ნოტრ-დამის ტაძარში სამი ადამიანი მოკლა, ევროპაში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა - BBC