ავტორი:

ზუგდიდში საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტზე ორი პირი დააკავეს

ზუგდიდში საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტზე ორი პირი დააკავეს

ზუგდიდში, 87-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტზე ორი პირი დააკავეს. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე ორი პირი ამ დროისთვის, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს პოლიციის შენობაშია გადაყვანილი.

ზუგდიდის 87-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტს შსს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით იძიებს.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ მათ წარმომადგენელს 87-ე უბანზე ზოია ქვარცხავას ჯერ დაუმიზნეს, შემდეგ კი ჰაერში გაისროლეს.

„მანქანა, საიდანაც სავარაუდოდ, ზუგდიდის 87-ე უბანზე გასროლა მოხდა, ვინმე ირაკლი ჩანგელიას ეკუთვნის", - აცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის წევრი თინა ბოკუჩავა.

ოპოზიციის ინფორმაციით, ირაკლი ჩანგელია საოლქო კომისიის წევრის, ლელა ლაშხიას შვილია.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს