ავტორი:

შიშველი "სექსმონები" იატაკზე ისხდნენ და ლექციას ისმენდნენ - სკანდალური კულტის საქმეს აშშ-ში სასამართლო განიხილავს

შიშველი "სექსმონები" იატაკზე ისხდნენ და ლექციას ისმენდნენ - სკანდალური კულტის საქმეს აშშ-ში სასამართლო განიხილავს

აშშ-ში სკანდალური საქმის განხილვა მიმდინარეობს. „ინდეფენდენთის“ ინფორმაციით, სასამართლო სხდომაზე გამაოგნებელი დეტალების შესახებ გახდა ცნობილი - ნიუ-იორკის სექსუალური კულტის დამფუძნებელი ლექციაზე ჩაცმული იჯდა ხოლმე, ხოლო შიშველ ქალ „მონებს“, რომლებიც იატაკზე ისხდნენ, ფილოსოფიის ლექციებს უკითხავდა.

საიდუმლო ორგანიზაციას მარკეტინგული კომპანია Nxivm მართავდა. კულტის წევრებს შორის იყო სერიალის Smallville ვარსკვლავი, ელისონ მეკი.

ერთ-ერთმა დაზარალებულმა, ლორენ სალზმანმა განაცხადა, რომ სხვა ქალებთან ერთად კიტ რანიერის წინ სრულიად შიშველი იჯდა იატაკზე. თუ კულტის ლიდერი შეხვედრაზე მისვლას ვერ ახერხებდა, ქალები სამოსის გარეშე იღებდნენ სურათებს და მას უგზავნიდნენ. ფოტოზე ყველა მათგანი „ბედნიერი ღიმილით“ უნდა გამოჩენილიყო.

რანიერს ბრალად ლექციების გამოყენება მანიპულაციებისთვის და ქალების „სექს-მონებად“ ქცევა ედება.

ლორენ სალზმანი

სალზმანი ახლა 42 წლისაა. პირველად რანიერი 21 წლის ასაკში დედამ გააცნო, გოგონამ კიტთან სექსუალური კავშირი დაამყარა. ლორენის თქმით, რაინერი უამრავი წლის განმავლობაში ძალადობდა მასზე.

ქალები კიტს მიმართავდნენ სახელით „ავანგარდი“, მისი ბრძანებებისთვის ნებისმიერ შეწინააღმდეგება კი „ეთიკურ დარღვევად“ მიიჩნეოდა და "დამნაშავე" ისჯებოდა. პატიების თხოვნას კულტში „პიროვნულ ზრდის შანსს“ უწოდებდნენ.

კიტ რანიერი

სასამართლო სხდომაზე მსაჯულებს აჩვენეს ჩეკები, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ რანიერთან დაახლოებულმა წრემ ათასობით დოლარის ღირებულების სექს-სათამაშოები იყიდა. მათ შორის - ციხის საკანი, რომელსაც აღწერილობაში მითითებული აქვს, რომ რეალური საპყრობილის ნაწილი იყო.

სალზმანის დედა, ნენსი კომპანიის Nxivm პრეზიდენტი იყო და „პირველი ხაზის მონა“, რაც, მისი შვილის განმარტებით, ნიშნავდა, რომ პირდაპირი კავშირი ჰქონდა რანიერთან და თავადაც ჰყავდა „მონები“.

რანიერს არაერთი ბრალდება წარედგინა, მათ შორის იძულებითი შრომა, ქრთამის გამოძალვა, სექს-ტრეფიკინგი. კულტის ლიდერი თავს ყველა ბრალდებაში უდანაშაულოდ მიიჩნევს.

9 თებერვლის ანგელოზის სავსემთვარეობა და მაგიური რიტუალი, რომელიც თქვენს ცხოვრებასა და ჯანმრთელობას უკეთესობისკენ შეცვლის

რუსი მინისტრი კორონავირუსით დაავადებული პაციენტის გასასინჯად სათხილამურო სათვალით მივიდა

თებერვლის სასიყვარულო ჰოროსკოპი - რა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს მომდევნო ერთი თვე პირად ცხოვრებაში