ავტორი:

"კაბინეტებში ჩემი პორტრეტების ნაცვლად შვილების ფოტოები დაკიდეთ და ყოველი გადაწყვეტილების წინ, შეხედეთ თვალებში" - ზელენსკის ემოციური გამოსვლა ინაუგურაციაზე

"კაბინეტებში ჩემი პორტრეტების ნაცვლად შვილების ფოტოები დაკიდეთ და ყოველი გადაწყვეტილების წინ, შეხედეთ თვალებში" - ზელენსკის ემოციური გამოსვლა ინაუგურაციაზე

ჩვენ ავაშენებთ ახალი შესაძლებლობების ქვეყანას, სადაც კანონის წინაშე ყველა თანაბარია, სადაც არის თამაშის გამჭვირვალე და სამართლიანი წესები ყველასთვის, - ამის შესახებ უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ინაუგურაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამისათვის მთავრობაში უნდა მოვიდნენ ის ადამიანები, რომლებიც ხალხის სამსახურში იქნებიან.

„მე არ მინდა, რომ თქვენს კაბინეტებში იყოს ჩემი პორტრეტები, იმიტომ, რომ პრეზიდენტი არ არის არც ხატი და არც კერპი. ამის ნაცვლად დაკიდეთ თქვენი შვილების ფოტოები და ყოველი გადაწყვეტილების წინ, შეხედეთ თვალებში...

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჩემმა 6 წლის შვილმა თქვა: „მამა, ტელევიზორში გამოაცხადეს, რომ ზელენსკი პრეზიდენტია. გამოდის, რომ მეც პრეზიდენტი ვარ?“ ეს მაშინ გაისმა, როგორც ბავშვის ხუმრობა, თუმცა, მე შემდეგ მივხვდი, რომ ეს სინამდვილეა, რადგან ყველა ჩვენგანი არის პრეზიდენტი. ეს არა მხოლოდ ჩემი, არამედ ყველას საერთო გამარჯვება და ჩვენი საერთო შანსია. დღეიდან თითოეული ჩვენგანი იღებს პასუხისმგებლობას იმ უკრაინაზე, რომელსაც ჩენ შვილებს დავუტოვებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინელებს აქვთ საერთო ტკივილი - დონბასი.

„ყოველ დღე ვკარგავთ თითოეულ ჩვენგანს იქ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, დონბასში ცეცხლის შეწყვეტა. ხშირად მეკითხებოდნენ, ცეცხლის შეწყვეტისთვის რაზე ხართ წამსვლელი. მინდა დაგარწმუნოთ, იმისათვის, რომ ჩვენი გმირები აღარ დაიღუპონ, მე ყველაფერისთვის მზად ვარ. მე ნამდვილად არ მეშინია მივიღო რთული გადაწყვეტილებები. მზად ვარ დავკარგო პოპულარობა და რეიტინგი და თუ საჭირო გახდება, ასევე პოსტი, ოღონდ იყოს მშვიდობა.

უკრაინას არ დაუწყია ეს ომი, მაგრამ ჩვენ უნდა დავამთავროთ. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ დიალოგის დასაწყისი იქნება უკრაინელი ტყვეების დაბრუნება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ვლადიმერ ზელენსკი დღეიდან უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე