ავტორი:

რამ გამოიწვია "ხავერდოვანი რევოლუციიდან" ერთი წლის შემდეგ ფაშინიანის რეიტინგის ვარდნა და რატომ გამოიყვანა პრემიერმა ხალხი ქუჩაში

რამ გამოიწვია "ხავერდოვანი რევოლუციიდან" ერთი წლის შემდეგ ფაშინიანის რეიტინგის ვარდნა და რატომ გამოიყვანა პრემიერმა ხალხი ქუჩაში

სომხეთში, დილიდან საკონსტიტუციო სასამართლოს შენობის გარშემო პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშიანინის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. მათ შენობის შესასვლელები გადაკეტეს და ფანჯრები ჩაამტვრიეს. სასამართლოს გარშემო შეკრებისკენ მათ ფაშინიანმა მოუწოდა, რომლის თქმითაც, ქვეყანაში აუცილებელია "ხავერდოვანი რევოლუციის" მეორე, "ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი", რომლითაც მართლმსაჯულების სისტემა უნდა შეიცვალოს.

"თუკი საჭირო გახდება საკონსტიტუციო რეფორმის ან საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარება, ჩვენ ამ გზითაც წავალთ, რათა საბოლოო ჯამში, გვქონდეს დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო" - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ადგილობრივი მოსახლეობა 18 მაისის სომხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის თანახმადაც, ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა. იმ შემთხვევაში, თუ მას 2008 წლის აქციების დარბევის საქმესთან დაკავშირებით ბრალი დაუმტკიცდა, თავისუფლების 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქოჩარიანს აღნიშნულ საქმეზე უკვე კარგა ხანია "ეჭიდავებიან", თუმცა საკმაოდ ძლიერი ადვოკატისა და პირადი გავლენების დახმარებით ჯერჯერობით ვერაფერი დააკლეს.

ფაშინიანმა ბოლო ხანებში არარაერთხელ განაცხადა, რომ "სახელმწიფო ინსტიტუტებში საკადრო ცვლილელებების გარეშე, ქვეყანა წინ ვერ წავა, მათ შორის მართლმსაჯულების კუთხით".

ასევე ადგილობრიივი მედიის ინფორმაციით, სომხურმა ოპოზიციამ ფაშიანინის განცხადებებს "ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური" უწოდა. ყოფილი მმართველი პარტიის, "რესპუბლიკელების" თქმით, პრემიერ-მინისტრი "მართლმასჯულების სისტემაზე უპრეცედენტო წნეხს" ახორციელებს. ამის კვალდაკვალ კი, ქუჩაში გამოსული აქციის წევრები, დამნაშავეების გასამართლებას ითხოვენ.

ორგანიზაცია Gallup International-ის გამოკითხვის თანახმად, ბოლო თვეების განმავლობაში ნიკოლ ფაშინიანის მიმართ ნდობა შემცირდა. Lragir.am-ის პოლიტიკური მიმომხილველის, აკოფ ბადალიანის ცნობით, ნდობის შემცირება თავისთავადი პროცესია, თუნდაც იმიტომ, რომ მოსახლეობა ახალი ხელისუფლებისგან ყოველთვის სწრაფ ცვლილებებს მოითხოვს.

"საქმე ის არის, რომ ხალხი პრემიერ-მინისტრსა და მის ხელისუფლებას შორის განსხვავებას უკვე ხედავს. მხარდამჭერთა ერთი ნაწილი იმ კონკრეტულ პერსონას უჭერს მხარს, ვის სახელთანაც რევოლუცია ასოცირდება და არა გარემოცვას, თუმცა იმათ, ვინც ფაშინიანის ნდობა დაკარგა, ეს მისი გარემოცვის გამოც მოხდა. სწრაფ ცვლილებებს ელოდნენ, რაც გასაგები მიზეზების გამო არ და ვერ ხდება. არადა, მისი გარემოცვა სწორედ ამას აანონსებდა და ეს თუ არ მოხდა, საზოგადოება მას არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულებს. ასე რომ, მისი ხელისუფლების რეიტინგის ვარდნა ბუნებრივიც არის" - აცხადებს ბადალიანი kavkaz-uzel.eu-სთან საუბარში, რომლის თქმითაც, ფაშიანინს ფუნდამენტური შეცდომები არ დაუშვია, რადგან ასე ერთიანად ახალი ხელისუფლების ფორმირების საშუალებას სომხეთში არსებული რეალობა არ იძლევა.

კიდევ ერთი სომეხი პოლიტოლოგის, გრანტ მიქაელიანის თქმით, პრემიერის რეიტინგი მცირდება, თუმცა იმაზე ნელა, ვიდრე გარკვეული ექსპერტები ამას ვარაუდობდნენ.

"საქმე ის არის, რომ მაღალი რეიტინგი მაღალ ნდობას მოითხოვს, რისი შენარჩუნებაც ადვილი არ არის. ეს არის ჩვენი რეალობა, რომლის ფონზეც ფაშიანინმა შეძლო რევოლუციის ეიფორია გრძელვადიან პოპულარობად გადაექცია... ეს საზოგადოება თავად მონაწილობდა "ხავერდოვან რევოლუციაში," ისევე, როგორც ეს მოხდა საქართველოში და და შესაბამისად, თავიანთი წილი პასუხისმგებლობაც აქვთ. მათ არ უნდათ აღაირება, რომ შეცდნენ, როდესაც ეგონათ, რომ ყველაფერს ელვისებურად შეცვლიდნენ.

მას კორუფციასთან ბრძოლისთვის არც ისე დიდი ფინანსური დივიდენდები აქვს, უცხური ინვესტიციები ჯერ კიდევ არ ჩანს, თუმცა ფაშინიანს მაინც აქვს შესაძლებლობა კორუფციასთან ბრძოლაში წარმატებებს მიაღწიოს, რასაც ქვეყანაში ეკონომიკური და სოციალური ეფექტები ექნება" - აცხადებს მიქაელიანი, რომლის თქმითაც, მისი რეიტინგის ვარდნა ლგბტ თემის მხარდამჭერამაც გამოიწვია.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე