ავტორი:

ათასობით ჩრილოკორეელ გოგონას ჩინეთში სექსმონად ყიდიან, მათ შორის 9 წლისებიც არიან

ათასობით ჩრილოკორეელ გოგონას ჩინეთში სექსმონად ყიდიან, მათ შორის 9 წლისებიც არიან

ათასობით ჩრილოკორეელ ქალსა და გოგონას ჩინეთში სექსმონებად „ყიდიან“, ლონდონელი უფლებადამცველების ანგარიშის შესახებ BBC წერს.

უმეტეს შემთხვევაში, მათ იტაცებენ და პროსტიტუციაში აბამენ, ხშირად კი ჩინელ კაცებზე დაქორწინებას აიძულებენ. კრიმინალური ორგანიზაციები ადამიანებით ვაჭრობის შედეგად წელიწადში დაახლოებით 100 მლნ დოლარს შოულობენ.

ქალები ხშირად ტყუვდებიან, რადგან ჩინეთი თავშესაფარს აძლევს ჩრილოკორეელებს, რომელთაც სამშობლოში ცხოვრებისთვის არასათანადო პირობები აქვთ.

„მსხვერპლს პროსტიტუციისთვის 30 ჩინურ იენს უხდიან ($4.30), ცოლად გაყიდვის შემთხვევაში 1000 იენს,“ - აღნიშნავს კვლევის ავტორი იუნ ჰი-სუნი.

ქალები იძულებით ჩაჰყავთ ჩინეთში და შემდეგ ყიდიან, ანდა - უკვე ჩინეთში მყოფ ჩრდილოკორეელ გოგონებს იტაცებენ. ბევრ მათგანს რამდენჯერმეც კი ჰყიდიან.

ქალების ნაწილი ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე დასახლებების ბორდელებში ჰყავთ დატყვევებული. მსხვერპლთა შორის 9 წლის ბავშებიც არიან. ის ქალები კი, ვინც კიბერსექსინდუსტრიაში მუშაობს, იძულებულები არიან, სექსუალური აქტი კამერის წინ შეასრულონ.

ქალებს კი, რომლებიც ჩინელ კაცებს ცოლებად მიჰყიდეს, ქმრები ხშირად აუპატიურებენ და მათზე ფიზიკურად ძალადობენ.

უფლებადამცველმა ჯგუფმა ინფორმაცია ჩინეთში მყოფი ქალებისგან მოიპოვა. ისინი, შეხვდნენ, ასევე ჩრდილოკორეელ ქალებს, რომლებმაც სამხრეთ კორეაში გაქცევა და თავის გადარჩენა შეძლეს.

ანგარიშში ერთ-ერთი ქალის ციტატაა მოყვანილი :

„ჩემი თავი 6 სხვა ქალთან ერთად ბორდელს მიჰყიდეს. გვაძლევდნენ ძალიან ცოტა საჭმელს და საშინლად გვეპყრობოდნენ. 8 თვის შემდეგ კვლავ გაგვყიდეს, შუამავლი ძალიან ცუდად მომექცა.

როდესაც ბორდელში მივედი, სხეულზე დაზიანებები მქონდა. ამის შემდეგ დაჯგუფების წევრებმა ბროკერი ცემეს და ფეხების არეში დაჭრეს“.

ადამიანის უფლებადამცველები ამბობენ, რომ ჩინეთში მცხოვრები არცერთი ჩრდილოკორეელი ქალი არ არის დაცული. ჩინეთის დემოგრაფიულმა პოლიტიკამ, რომლის მიხედვითაც თითო ოჯახში მხოლოდ ერთი ბავშვის გაჩენის უფლება აქვთ, გენდერული დისბალანსი გამოიწვია და ქვეყანაში კაცების რაოდენობა ქალებისაზე ბევრად მეტია.

ქალი, რომელიც ჩრდილოეთ კორეას კულისებიდან მართავს - დიქტატორი კიმ ჩენ ინი დის გარეშე გადაწყვეტილებებს არ იღებს

მეორე მსოფლიო ომის 99 წლის ვეტერანმა ჯანდაცვის სერვისებისთვის 31 მილიონი დოლარი შეაგროვა

რუსი პოლიტიკოსი ივან ჟუკოვი კორონავირუსით დაიღუპა