ავტორი:

სუფსაში ავარიას 4 ახალგაზრდა ემსხვერლა, მათ შორის ახალდაქორწინებული წყვილი

სუფსაში ავარიას 4 ახალგაზრდა ემსხვერლა, მათ შორის ახალდაქორწინებული წყვილი

სუფსაში ავარიას 4 ადამიანი ემსხვერლა. ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. შეჯახების შედეგად მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი და სამი მგზავრი ადგილზე დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ოთხივე ახალგაზრდა ერთი ოჯახის წევრები არიან. როგორც ირკვევა, გარდაცვლილები არიან ორი ძმა, ერთ-ერთის ახალშერთული მეუღლე და ძმების დეიდაშვილი.

VIDEO: "მანქანა სამჯერ დატრიალდა და 4 ახალგაზრდა დაიღუპა" - რას ჰყვება საზარელ ავარიის თვითმხილველი

თვითმხილველების თქმით, ლანჩხუთიდან ბათუმის მიმართულებით სწრაფად მიმავალმა „ოპელის“ მარკის ავტომობილმა, მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და მძიმე სატვირთო მანქანას შეეჯახა.

"ოთხივე ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა. ეს იყო საშინელი სურათი... აქ ხშირად ხდება ავარია და მოვითხოვთ გზაზე სიჩქარის მაკონტროლებელი ბარიერი დააყენონ! ბავშვები ბაღში დადიან, სკოლაში და ძალიან გვეშინია. მოგვაქციონ ყურადღება,“ - აცხადებს ადგილობრივი გენადი გურგენაძე.

როგორც AMBEBI.GE შსს-ში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო