ავტორი:

ბავშვები ვეღარ შევლენ ისეთ საიტებზე, სადაც აზარტული თამაშების, ალკოჰოლისა და ნარკოტიკის პროპაგანდა ხდება

ბავშვები ვეღარ შევლენ ისეთ საიტებზე, სადაც აზარტული თამაშების, ალკოჰოლისა და ნარკოტიკის პროპაგანდა ხდება

საჯარო დაწესებულებებს, სკოლებს, ბიბლიოთეკებს, საგანმანათლებლო და გასართობ სივრცეებს, ინტერნეტ კაფეებს, მათ ბალანსზე არსებულ საჯარო საქმიანობისთვის განკუთვნილ კომპიუტერებზე, სპეციალური ინტერნეტ ფილტრების დაყენება მოუწევთ.

“ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ფარგლებში ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია, ინტერნეტ ფილტრების დაყენებით საჯარო სივრცეში ბავშვისა და მოზარდისათვის ისეთ საიტებზე წვდომის შეზღუდვა, რომელიც აზარტული თამაშების, ალკოჰოლის, ნარკოტიკის და ფსიქოტროპული საშუალებების პროპაგანდას ეწევა. ასევე შეზღუდული იქნება ისეთ აუდიო თუ ვიდეო მასალაზე წვდომა, სადაც ძალადობის, პორნოგრაფიის, მკვლელობისა და სასტიკი მოპყრობის სცენები დეტალურადაა წარმოჩენილი.

გარდა ამისა, “ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ინტერნეტიდან მომავალი საფრთხეებისგან ბავშვის დაცვას მშობლებს სახლის პირობებშიც სთავაზობს. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ინტერნეტ პროვაიდერებთან მშობლების მოთხოვნის საფუძველზე მსგავსი საიტებზე ფილტრებისა და შეზღუდვების დაყენება სახლშიც შესაძლებელი გახდება.

კოდექსის პროექტის მიხედვით, ასევე აიკრძალება მოზარდის ისეთ დაწესებულებაში დასაქმება, სადაც ალკოჰოლური, ტოქსიკური და ფსიქოტროპული მასალის წარმოება, ტრანსპორტირება, რეალიზაცია ხდება.

“ბავშვის უფლებათა კოდექსი“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარის სოფო კილაძისინიციატივით მომზადდა. კანონი პარლამენტში პირველ მოსმენაზე შემდეგ სასესიო კვირას გავა. დამტკიცების შემთხვევაში ძალაში 2020 წლის 1 ივნისიდან შევა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს