ავტორი:

"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებზე თავდასხმისა და ძალადობის გამო 2 პირი დააკავეს

"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებზე თავდასხმისა და ძალადობის გამო 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებზე თავდასხმის და ძალადობის ფაქტზე 2 პირი: 2000 წელს დაბადებული მ.შ. და 2000 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შსს ავრცელებს.

"სამართალდამცველების მიერ გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა წყალტუბოს სოფელ ზედა მესხეთში იმ დროს, როდესაც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი და ოპერატორი პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდნენ, მათზე განახორციელეს ჯგუფური თავდასხმა და ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში.

გამოიკითხა ინციდენტში მონაწილე ყველა პირი, მათ შორის ჟურნალისტი და ოპერატორი, რომლებმაც მათზე მოძალადე ორი პირი ამოიცნეს. გამოძიების ამ ეტაპზე თავდასხმაში სხვა პირთა მონაწილეობა არ დასტურდება.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ” ქვეპუნქტით (ჯგუფურად ძალადობა) და სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობის უკანონო ხელის შეშლა) მიმდინარეობს" - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, წყალტუბოში ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ჟურნალისტებს ედიშერ მუშკუდიანს და ბაკურ ჩიხლაძეს თავს დღეს დაესხნენ.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ფიზიკურ დაპირისპირებამდე გადამღები ჯგუფი იმ არასრულწლოვანი გოგოს ოჯახში იმყოფებოდა, რომელიც 7 თვის ჩვილის მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული. დაკავებულის ახლობლებმა და მეზობლებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს, მას შემდეგ კი როდესაც ედიშერ მუშკუდიანი და ბაკურ ჩიხლაძე ავტომობილში სხდებოდნენ, მათ თავს რამდენიმე ადამიანი დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

ჟურნალისტები ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს. ედიშერ მუშკუდიანს მრავლობითი მოტეხილობები და თვალის დაჟეჟილობა აღენიშნება. ის ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს