ავტორი:

მელანია იაპონიაში გამაოგნებლად გამოიყურებოდა - ნახეთ აშშ-ს პირველი ლედის სამი კაბა

მელანია იაპონიაში გამაოგნებლად გამოიყურებოდა - ნახეთ აშშ-ს პირველი ლედის სამი კაბა

მელანია ტრამპი საერთაშორისო ვიზიტების დროს მუდმივად მოდის კრიტიკოსების ყურადღების ცენტრშია. გამონაკლისი, ცხადია, არც მისი იაპონიაში სტუმრობაა, ტრამპები ამომავალი მზის ქვეყანაში 4-დღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ.

აშშ-ის პირველ ლედის სამოსი მისმა სტილისტმა, ერვე პიერმა შეურჩია. აშშ-დან იაპონიაში მგზავრობისას მას საფოსტო მარკებიანი, კელვინ კლაინის ულამაზესი კაბა ეცვა, რომლის ღირებულება 3900 აშშ დოლარია.

პირველ დღეს, იმპერატორ ნარუჰიტოსა და მის ცოლთან, მასაკოსთან შეხვედრისას მელანიას „კაროლინა ჰერერას“ ულამაზესი, თეთრი კაბა ეცვა, ყვავილის ორნამენტებით.

ოფიციალურ ვახშამზე კი, რომელზეც აშშ-ს პრეზიდენტსა და მის ცოლს ქვეყნის პრემიერმა, სინძო აბემ უმასპინძლა, მელანიას J. Mendel-ის კაბა ეცვა, რომელსაც კრისტიან ლაბუტინის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა.

მესამედ კი პირველი ლედი აეროპორტში გამოჩნდა საზოგადოების წინაშე, საიდანაც ვაშინგტონში დაბრუნდა. მელანიას Dries Van Noten-ის კაბა ეცვა, მკვეთრი ფერებით. იმის მიუხედავად, რომ მასპინძლებთან გამომშვიდობებისას ტოკიოში წვიმდა, მელანია მაინც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე