ავტორი:

გორის რაიონში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი ნახეს

გორის რაიონში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი ნახეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწრეტში შვილმა დღეს დილით მშობლები გარდაცვლილი ნახა.

ოჯახის წევრები და თანასოფლელები ცოლ-ქმრის გადაცვალების ვერსიად სახლში დამონტაჟებული გამათბობლიდან ბუნებრივი აირის გაჟონვას ასახელებენ.

„სავარაუდოდ, გაზმა გაჟონა, ან ნამწვით მოიწამლნენ. გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზის საფუძველზე დაზუსტდება“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა როინ ადიკაშვილმა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 340-ე პრიმა მე-3 მუხლით მიმდინარეობს, რაც გამათბობელი მოწყობილობების მონტაჟის და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო