ავტორი:

"ყვითელ ავტობუსებს თბილისიდან რომ ამოიღებენ, რა ბედი ეწევათ, ხვალ სხვა ქალაქში არ ვიხილოთ" - კახა კუჭავა

"ყვითელ ავტობუსებს თბილისიდან რომ ამოიღებენ, რა ბედი ეწევათ, ხვალ სხვა ქალაქში არ ვიხილოთ" - კახა კუჭავა

ჩვენ დაგვაინტერესა ე.წ. ყვითელი ავტობუსები და მიკროავტობუსები თბილისიდან რომ იქნება ამოღებული, შემდეგ სად მიდიან, - აღნიშნულის შესახებ პარლამენტის პლენარულ სესიაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განაცხადა. მისი თქმით, მერიას აქვს გარკვეული ვადები, რომ წარმოადგინოს გეგმა თუ რას აპირებს ძველ, ყვითელ ავტობუსებთან დაკავშირებით.

„აუდიტის დასკვნაც კი მიუთითებს, საზოგადოებრი ტრანსპორტის 40% ვერ გადის ტექნიკურ დათვალიერებას. ჩვენ ვიცით, რომ კონკრეტული გეგმაა და ვადებია, რომელიც მერიამ წარმოადგინა და ხდება პერიოდულად შევასება ახალი ავტობუსებით და მთლიანად ჩანაცვლება წლის ბოლომდე. ჩვენ აღარ ვიხილავთ ქალაქში ტრანსპორტს, რომელსაც გამონაბოლქვი ექნება, თუმცა აქ ჩვენ ძალიან საინტერესო კითხვა დავსვით, რომელიც ვთვლი, რომ აუცილებლია და 1 თვიანი ვადა მივეცით, რომ წარმოედგინათ ანგარიში. ჩვენ დაგვაინტერესა თბილისიდან რომ იქნება ეს ე.წ. ყვითელი ავტობუსები და მანქანები ამოღებული ისინი შემდეგ სად მიდის? ჩვენ არ გვინდა თბილისში არსებული პრობლემები სხვაგან, სხვა ქალაქში გადავისროლოთ. ამიტომ ჩვენ მოვთხოვეთ გეგმა დაამუშაონ ამ ავტობუსებს, რომელსაც ამოვიღებთ ექსპლუატაციიდან, რა ბედი ეწევა, რომ ჩვენ ხვალ არ ვიხილოთ სხვა ქალაქში“, - განაცხადა კუჭავამ.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო