ავტორი:

"ხშირად სცემდნენ ქალებს, ისმოდა ბავშვების ტირილიც"... - ბარსელონაში საქართველოს 79 მოქალაქე დააკავეს

"ხშირად სცემდნენ ქალებს, ისმოდა ბავშვების ტირილიც"... - ბარსელონაში საქართველოს 79 მოქალაქე დააკავეს

ესპანეთის პოლიციამ ქალაქის ცენტრში ქურდული დაჯგუფებების ადგილსამყოფელს მიაგნო, ამის შესახებ გამოცემა Elperiodico წერს. ასობით დაკავებულ პირს შორის 79 საქართველოს მოქალაქეა.

ბარსელონაში მდებარე მენენდეს პიდალის სკოლა 2011-2012 სასწავლო წლის შემდეგ ეკონომიკური კრიზისის გამო დაიხურა. მიტოვებულ შენობაში ცხოვრობდნენ თავშესაფრის მაძიებელი ოჯახები, მათ შორის ქურდული დაჯგუფებები.

4 აპრილს ბარსელონაში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს ასამდე ადამიანი, მათგან 25 საქართველოს მოქალაქე იყო. დაკავებულებს ბრალად ედებოდათ დაყაჩაღება, საცხოვრებელი ბინების გაქურდვა.

რამდენიმე დღის წინ კი კატალონიის პოლიციამ სასამართლოს და სოციალური სამსახურის გადაწყვეტილებით დაიწყო დაკავებების სპეცოპერაცია, რომელიც დაახლოებით 10 საათზე დაიწყო. Elperiodico-ს ინფორმაციით, საერთო ჯამში საქართველოს 79 მოქალაქეა დაკავებული.

სკოლის თანამშრომლები ამბობენ, რომ შენობაში მცხოვრები მამაკაცები სცემდნენ ქალებს და ბავშვების ტირილიც ხშირად ესმოდათ.

უკანასკნელი თვეების განმავლობაში ესპანეთში ქართველების ნაკადი მუდმივად ჩადის. Elperiodico აღნიშნავს, რომ თავშესაფრის მაძიებლები მამაკაცების გარდა არიან ქალები, ბავშვები, მოზარდები. ქალაქის სოციალური სამსახური თავშესაფრებით ყველაზე დაუცველ და გაჭირვებულ ოჯახებს უზრუნველყოფს.

სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ, სასამრთლოს გადაწყვეტილებით, მენენდეს პიდალის ინსტიტუტის გასაღები მის მფლობელს დაუბრუნდა.

ავტორი : გვანცა ახვერდაშვილი

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს