ავტორი:

გიორგი გახარია ხორავას ქუჩის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

გიორგი გახარია ხორავას ქუჩის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

ის განაჩენი, რომელიც დღეს აპელაციაში დადგა, გვაძლევს საშუალებას, თავიდან წავიკითხოთ ამ საქმის ყველა გარემოებები, - ამის შესახებ საქართველოს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს ხორავას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განუცხადა.

შს მინისტრის თქმით, მაშინ, როცა საუბარია იმაზე, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში მიმდინარეობს საქმეზე გამოძიება, უნდა იყოს გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ საქმე არასრულწოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულს ეხება, რასაც თავისი სპეციფიკა აქვს და ძალიან რთულია გამოსაძიებლად.

„უნდა გაითვალისწინოთ ერთი რამ - ეს იყო არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაული, ამ საქმის გამოძიებას აქვს თავისი შეზღუდვები და ეს იყო ძალიან რთული საქმე გამოსაძიებლად. ასეთი საქმეები შეიძლება გამოძიებაში იყოს წლობით. რა თქმა უნდა, ეს არავისთვის არ არის გამამართლებელი, თუმცა ის განაჩენი, რომელიც დღეს აპელაციაში დადგა, ჩვენ გამოყოფილი საქმის ფარგლებში, გვაძლევს საშუალებას თავიდან წავიკითხოთ ამ საქმის ყველა გარემოებები, იმისთვის, რომ გავითვალისწინოთ მოსამართლეების ის პოზიცია, რომელიც იქნება ამ გადაწყვეტილების განმარტებით ნაწილში მიღებული“, - განაცხადა გახარიამ.

სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს - გ.ჯ.-ს და გ.ბ.-ს პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა და ორივე მათგანს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გ.ჯ.-ს სასჯელის სახით 9 წელი და 9 თვე, გ.ბ.-ს კი 10 წელი და 6 თვე ჰქონდა შეფარდებული.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ