ავტორი:

სააკაშვილმა ვიტალი კლიჩკოს შეთავაზებაზე უარი განაცხადა - უკრაინული მედია

სააკაშვილმა ვიტალი კლიჩკოს შეთავაზებაზე უარი განაცხადა - უკრაინული მედია

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს შეთავაზებაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

მედიაში გავრცელებულ ამ ინფორმაციას გამოეხმაურა ვიტალი კლიჩკო. როგორც თავად ვიტალი კლიჩკომ „ფეისბუქში“ აღნიშნა, სააკაშვილისთვის შეთავაზება, მისი პარტიის თავმჯდომარეობაზე, გულწრფელი იყო და მიზნად ისახავდა მხარში ამოდგომოდა რთულ ვითარებაში.

„ემოციის გარეშე ვკითხულობ ცნობებს „ფეისბუქში“ ჩვენი კავშირის შესახებ. მე ჩემი ჟესტი გავაკეთე. გულწრფელად და მეგობრული ურთიერთობის გათვალისწინებით“, - წერს კლიჩკო. იგი დასძენს, რომ თავის პოლიტიკურ გეგმებს არ ცვლის. კლიჩკო აცხადებს, რომ რთულ სიტუაციაში მყოფი სააკაშვილისთვის მხარში ამოდგომა გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ მისმა მომხრეებმა ეს იდეა არაერთგვაროვნად მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ კლიჩკოს შეთავაზების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მისი მომხრეების აზრს გაითვალისწინებდა. რა გადაწყვეტილება მიიღო სააკაშვილმა, ამის შესახებ ჯერ მას ოფიციალურად არ განუცხადებია.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე