ავტორი:

რა ქონებას ფლობენ კახა ბექაური და მისი მეუღლე, ეკა ბერიძე

რა ქონებას ფლობენ კახა ბექაური და მისი მეუღლე, ეკა ბერიძე

საქართველოში მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელების შრომის ანაზღაურება პრეზიდენტისა და პრემიერის ერთად აღებულ ხელფასზე ბევრად მაღალია.

თუ ამას მათი ოჯახის წევრების შემოსავალსაც დავუმატებთ, ხშირ შემთხვევაში მათი საერთო შემოსავალი წლიურად ნახევარ მილიონ ლარსაც აღწევს. ასეთია კომუნიკაციების მარეგილირებელი კომისიის თავმჯდომარის და მისი ოჯახის შემოსავალი.

უფრო კონკრეტულად, კახა ბექაურის მიერ 31 მაისს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მან 2018 წელს მარეგულირებელ კომპანიაში მუშაობისას ხელფასის სახით აიღო - 202 021,17 ლარი, ხოლო მისმა მეუღლემ - ეკა ბერიძემ, რომელიც არის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კომუნიკაციების დირექტორი - 278 800 ლარის ხელფასი მიიღო.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავჯდომარე კახა ბექაურის ქონება.

როგორც 2019 წლის 31 მაისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის წლიური ანაზღაურება 2018 წლის განმავლობაში 202021,17 ლარი იყო. ბოლოს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა 2018 წელს 180 კვ.მ-ის ბინა შეიძინა. გარდა ამისა, ბექაური ფლობს - 73,2 კვ. მეტრის და 44,05 კვ მეტრის ბინებს თბილისში. ასევე ფლობს 17,5 კვ. მეტრის ავტოფარეხს დუშეთში.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა ანგარიშზე - 14996.02 გირვანქა სტერლინგი, 1981 ევრო, 493204.6 ლარი და ჯამში 115649.7 დოლარი ჰქონდა. წაიკითხეთ სრულად

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო