ავტორი:

აგარაში ქმარმა ცოლი დაჭრა, ერთი მამაკაცი კი მოკლა - 50-წლამდე ასაკის ქალს 10-ზე მეტი ჭრილობა აქვს

აგარაში ქმარმა ცოლი დაჭრა, ერთი მამაკაცი კი მოკლა - 50-წლამდე ასაკის ქალს 10-ზე მეტი ჭრილობა აქვს

სოფელ აგარაში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცივი იარაღით ცოლი დაჭრა, ერთი მამაკაცი კი მოკლა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაჭრილი ცოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. 50-წლამდე ასაკის ქალი ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს.

„პაციენტი კლინიკაში უმძიმესი მდგომარეობით შემოვიდა. მას სხეულის სხვადასხვა არეში, ბასრი საგნით მიყენებული 10-ზე მეტი ჭრილობა აღენიშნება. დაზიანებები მიყენებული აქვს კისრის, სახის, გულ-მკერდის წინა და უკანა ზედაპირის არეში, ასევე მუცლის არეში რამდენიმე შემავალი ჭრილობაა. პაციენტს დაზიანებული აქვს კუჭი, ფილტვები. გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, მისი მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ ქარელის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგმა ლექსო ხეთაგურმა.

პაციენტს ქარელიდან „გორმედის“ ქსელის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციულ დეპარტამენტში, გორში გადაიყვანენ.

რაც შეეხება დანაშაულის ჩამდენ პირს, ის იდენტიფიცირებულია. თუმცა, დაკავებული არ არის.

უწყების ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო