ავტორი:

ვინ არის ნინა წკრიალაშვილის რჩეული - ფოტოები "ფეისბუქიდან"

ვინ არის ნინა წკრიალაშვილის რჩეული - ფოტოები "ფეისბუქიდან"

ნინა წკრიალაშვილმა "ფეისბუქზე" მის რჩეულთან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. მომღერლის ახალი შეყვარებული 50 წლამდე ასაკის ილიას აზარია. იგი წარმოშობით ლიბანიდანაა და ამაჟამად საბერძნეთში ცხოვრობს. ილიას აზარი სატელევიზიო სფეროში მუშაობს. როგორც "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული ფოტოებიდან ირკვევა, ნინა ცოტა ხნის წინ საბერძნეთს სტუმრობდა, სადაც ილიასთან და მის მეგობრებთან ერთად არაჩვეულებრივ დროს ატარებს.

რამდენიმე თვის წინ ნინა წკრიალაშვილი სკანდალში გაეხვა. მას სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუვრცელეს. მოგვიანებით, ნინამ აღნიშნულთან დაკავშირებით გადაცემა "ფარულ კონვერტში" ღიად ისაუბრა და ის ადამიანი დაასახელა, რომელსაც კადრების გავრცელებაში ადანაშაულებდა. მისი თქმით, ეს პიროვნება ბიზნესმენი გიორგი შელეგია, იგივე "ძაძაა".

"მე ძალიან ვრისკავ, ამას შეიძლება ძალიან ცუდი რაღაცეები მოჰყვეს, მაგრამ არ მეშინია! ეს ადამიანი მემუქრება და ბევრმა მითხრა, რომ დღეს თუ არა, რაღაც პერიოდში სიურპრიზებს ელოდე... ამ ადამიანთან ვარ ასი პროცენტით მართალი, ჩემი უფლებები არამხოლოდ ვიდეოს გავრცელებით დაარღვია, მანამდეც არაერთხელ, მაგრამ ყველაფერზე მიიღებს პასუხს. ეს ადამიანი არის - გიორგი შელეგია, იგივე "ძაძა". ამ ადამიანთან მე მქონდა ძალიან სერიოზული რომანი, ურთიერთობა. ჩემზე დიდად უფროსია, 20 წლით... ძალიან სკანდალურად დავასრულეთ ურთიერთობა მისი ტყუილების გამო" - აღნიშნა ნინამ.

წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი