ავტორი:

კადიროვი რუსულ მედიას უტევს - "პატრიოტიზმი გაკლიათ..."

კადიროვი რუსულ მედიას უტევს - "პატრიოტიზმი გაკლიათ..."

რუსეთში იმ თითზე ჩამოსათვლელ მედია-გამოცემებსა და ჟურნალისტებს შორის, რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლებას აკრიტიკებენ, ერთ-ერთი გამოცემა Меduza-ს გამომძიებელი ჟურნალისტი ივან გალუნოვია, რომელიც მაღალი დონის კორუფციულ გარიგებებზე მუშაობს.

ის მოსკოვში 6 ივნისს დააკავეს და ზურგჩანთიდან უცნობი ნივთიერებით სავსე პაკეტი ამოუღეს. მოგვიანებით, მისმა ადვოკატმა დიმიტრი ჯულაიმ აღნიშნა, რომ პაკეტი დაკავებულს არ ეკუთვნის, ისევე როგორც კიდევ ერთი შეკვრა პაკეტი და სასწორი, რომელიც "ვითომ გოლუნოვის ბინის ჩხრეკისას ამოიღეს".

ადგილობრივი ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები გალუნოვის დაკავებას მის საქმიანობას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ კრემლი მის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებთან შეტევაზე გადადის. მით უფრო, რომ Меduza-ს მიმართ წლებია უკმაყოფილების მიზეზი აქვს.

თავად გამოცემის ცნობით, დაკავების შემდეგ ჟურნალისტს პოლიციელები განყოფილებაში ფიზიკურად გაუსწორდნენ და ადვოკატთან დაკავშირების უფლება არ მისცეს. მათივე ინფორმაციით, ექიმებმა ჟურნალისტს ტვინის შერყევა, ჰემატომა და ნეკნების სავარაუდო მოტეხილობა დაუდგინეს. ჟურნალისტმა საზოგადოებრივი სადამკვირვებლო კომისიის წევრთან საუბარში განაცხადა, რომ დაკავებამდე ორი კვირით ადრე მას ემუქრებოდნენ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის შსს-მ ჟურნალისტ ივან გალუნოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის წარმოება შეწყვიტა. მას შინაპატიმრობიდანაც გაათავისუფლებენ. აღნიშნულ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსი" შინაგან საქმეთა მინისტრ ვლადიმირ კოლოკოლცევზე დაყრდნობით ავრცელებს. ჟურნალისტის გათავისუფლების მიზეზი ის გახდა, რომ მას ბრალი ვერ დაუმტკიცეს.

რუსეთში კრემლის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის გამოსვლებს პუტინის მარჯვენა ხელი, ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიც ეხმაურება და ამბობს, რომ "რუსულ მედიას პატრიოტიზმი აკლია".

телеграм-канале -ით მან უფლებადამცველებს, ჟურნალისტებსა და ზოგადად, მედიას მიმართა და ისინი ხალხის, სახელმწიფოსა და იდეების გაყიდვაში დაადანაშაულა.

"ოღონდ მკითხველი მოიზიდოთ, რეიტინგი დადოთ და ყველაფერზე წამსვლელები ხართ, ყველაზე უზენაესს, კანონსაც კი უგულებელყოფთ" - აცხადებს კადიროვი თავის მიმართვაში და ამბობს, რომ გოლუნოვის საქმეს პირად კონტროლზე აიყვანს, რადგან ნარკოტიკების გავრცელება მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

კადიროვის მწვავე კრიტიკას novayagazeta.ru საპასუხო სტატიით ეხმაურება. გამოცემა ჩეჩნეთის ლიდერს ადამ ზელიმხანოვის (ე.წ. კადიროვის ჯალათის) საქმეს ახსენებს.

"ჩვენი გამოცემაც გააკონტროლებს როგორც გალუნოვის საქმეს, ისე ადამ ზელიმხანოვის საქმეს. ისე, შეგახსენებთ, რომ თქვენი მეგობრის დაცვის წევრი ზელიმხანოვი 2016 წელს წინასწარი დაკავების იზოლატორში ბიზნესმენ კონსტანტინ ჟუკოვისთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით აღმოჩნდა. კერძოდ, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ის ჟუკოვს მცირეწლოვანი შვილების დახოცვით ემუქრებოდა," - წერს გამოცემა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე