ავტორი:

"ქმარს და ქვეყანას არ ვიცვლი, ტანსაცმელიც აღარ შევცვალო?!" - ნინო კუზანოვა ნოე სულაბერიძის ქორწილში ცნობილი დიზაინერის კაბაში ბრწყინავდა

"ქმარს და ქვეყანას არ ვიცვლი, ტანსაცმელიც აღარ შევცვალო?!" - ნინო კუზანოვა ნოე სულაბერიძის ქორწილში ცნობილი დიზაინერის კაბაში ბრწყინავდა

ექიმი-კარდიოლოგი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე-კუზანოვა მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. წლების წინ ის საზოგადოებამ გაიცნო როგორც ცნობილი პლასტიკური ქირურგების - კუზანოვების ოჯახის რძალი, თუმცა დღეს ის ამბობს, რომ ეს ოჯახი მან უფრო გააპიარა, ვიდრე პირიქით.

ექიმი და ტელეწამყვანი ყოველთვის ფორმაშია - უვლის თავს და ძვირადღირებულ სამოსზეც არ ამბობს უარს. ცოტა ხნის წინ, პროდიუსერ ნოე სულაბერიძისა და მოდელ ჯანეტ ქერდიყოშვილის ქორწილში უმშვენიერესი თეთრ-ვარდისფერი გამოსასვლელი კაბა-შარვლით წარსდგა.

საღამოს კაბა იტალიელი სამოდელო ბრენდის Elisabetta Franchi-ის უახლესი, 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდანაა. ამ ბრენდის კაბების ფასი 300 ევროდან იწყება და 2 400 ევრომდე მერყეობს. უახლესი კოლექციის კაბების ფასი, რა თქმა უნდა, შედარებით ძვირია.

ნინო კუზანოვამ ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ჩაცმის სტილზე, ცხოვრების წესსა და ოჯახზე ისაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტებს ინტერვიუდან:

"ხირად მაკრიტიკებენ, რატომ გაქვს ამდენი ტანსაცმელიო... ვიღაცეები დაბადების დღეებზე რომ დარბოდნენ, მე სახლიდან ცხვირს არ ვყოფდი და წიგნებს თავში ვირტყამდი. ვშრომობდი იმისთვის, რომ დღევანდელი ცხოვრება მქონოდა. 23 წელია საავადმყოფოდან არ გამოვსულვარ და 17 წელი ყოველ მესამე დღეს ვმორიგეობდი.

რაღაც ხომ უნდა შევცვალო ცხოვრებაში? ქმარს არ ვცვლი, არც სამსახურს, ქვეყანას არ ვიცვლი და ტანსაცმელიც აღარ შევცვალო ხოლმე?! ჩემს გულს რაც გაუხარდება, საკუთარ თავს ყველაფრის უფლებას ვაძლევ. დღეს ჯინსი მინდა, ხვალ - შორტი, ზეგ - გამოსასვლელი კაბა.

- ნოე სულაბერიძის ქორწილში ელიზაბეტა ფრანჩის კაბა გეცვათ, ალბათ ძვირი დაგიჯდათ...

- ასატანი თანხა გადავიხადე. ქალს ასაკს, კაბის ღირებულებას და ხელფასს არ ეკითხებიან, სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით ხომ არ მიყიდია?!

როდესაც ეს კაბა "ფეშენ ტივიზე" პირველად ვნახე, მაშინვე მომეწონა. მოულოდნელად, თბილისის ერთ-ერთი მაღაზიიდან დამირეკეს და მითხრეს, ესა და ეს კაბა გვაქვს ჩამოტანილიო. ასე უნებურად ამიხდა სურვილი. იმასაც კი ვოცნებობდი, იქნებ არ მომიხდეს და ყიდვას გადავრჩე-მეთქი, მაგრამ, სამწუხაროდ, მომიხდა.

- ვერაფრით ისწავლეთ ეკონომია?

- ხვალ რომ გადავბრუნდე და მოვკვდე, რაში გამომადგება ეკონომია? ჩემი შემოსავლის 40% მიდის სხვების დახმარებაში და დანარჩენი 60% არ მოვიხმარო? მაბრალებენ, იმიტომ გაპიარდა კუზანოვების რძალიაო. აბა დაფიქრდით, საქართველოში რამდენ ცნობილ ექიმს ყავს რძალი, ერთმა მაინც რატომ ვერ მოახერხა ოჯახით გაპიარებულიყო?! აქედან დასკვნა გააკეთეთ, რომ კუზანოვები მე გავაპიარე.

ავთო ჩიტიძე, ჟურნალი "სარკე"

ჟან კლოდ ვანდამის ვაჟმა ცოლად აზერბაიჯანელი გოგონა მოიყვანა - აზერბაიჯანულ-ჰოლივუდური ქორწილის დეტალები

"...იწვალა, თან ფეხმძიმედ არის, ათი დღე კარანტინში იყო, მაგრამ უამისოდ არ გამოვიდოდა" - რას ამბობენ ნატალია ქუთათელაძის საერთაშორისო წარმატებაზე დედა და ბებია?

"შვილიკო, მეც ძალიან მიყვარხარ, ვეცდები, - კარგად ვიყოო... - ჩემთვის თითქოს ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი" - რას იხსენებს ქეთი წიკლაური მამაზე?