ავტორი:

ProductTank Tbilisi-ის შეხვედრა 13 ივნისს გაიმართება

ProductTank Tbilisi-ის შეხვედრა 13 ივნისს გაიმართება

ყოველთვიური ივენთსერიის ფარგლებში ProductTank უმასპინძლებს სტარტაპ დამფუძნებლებს, პროდუქტ მენეჯერებს, დიზაინერებსა და დეველოპერებს, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას თბილისის სხვადასხვა მულტიფუნქციურ სივრცეებში გაგვიზიარებენ.

შეხვედრების სერია 2010 წელს ლონდონში დაიწყო და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 175 ქალაქს აერთიანებს. ProductTank Tbilisi-ის შემდეგი შეხვედრა 13 ივნისს, ხუთშაბათს, 20:00 საათზე BTU-ში გაიმართება (ჭავჭავაძის გამზირი 82).

ჩვენი სპიკერია გიგი ჯანელიძე, MTS დიზაინ ლაბის ხელმძღვანელი. ის ისაუბრებს Design Thinking-ისა და UX-ის შესახებ. ასევე, ჩაატარებს ვორკშოპს სწრაფ პროტოტიპირებაზე. სამუშაო ენაა ინგლისური. შეხვედრის შემდეგ გაგრძელდება ნეთვორქინგი. ProductTank-ზე დასწრება ყოველთვის უფასოა, მაგრამ საჭიროებს წინასწარ რეგისტრაციას, რომლის გავლაც შესაძლებელია ამ ლინკზე

შეხვედრა ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau-სა და "ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის" მიერ.

ღონისძიების მედიაპარტნიორები არიან: Marketer.ge, ინდიგო , Forbes Georgia, Entrepreneur Georgia, 4U.ge და ტელეკომპანია "პალიტრანიუსი".

ნეთვორქინგის პარტნორები არიან: ქარვა • Karva და 16TH • მეთექვსმეტე.

სრულად ივენთის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს