ავტორი:

ტოტალიზატორში წაგების გამო, ვლადიკავკაზში ცხინვალის ე.წ. საფეხბურთო ნაკრების წევრებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, იყო გასროლაც

ტოტალიზატორში წაგების გამო, ვლადიკავკაზში ცხინვალის ე.წ. საფეხბურთო ნაკრების წევრებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, იყო გასროლაც

ცხინვალის რეგიონის ე.წ. საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებს ვლადიკავკაზში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ოსური მედიის ინფორმაციით, იყო გასროლაც.

როგორც ოსური მედია წერს, ჩხუბი არაღიარებულ რესპუბლიკათა ე.წ. მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაიწყო. ერთ-ერთი ინფორმაციით, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა პირმა, რომელსაც ოსი ფეხბურთელების წინააღმდეგ ფსონი ჰქონდა დადებული, ტოტალიზატორში წააგო.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სპორტის, ახალგაზრდობის და ტურიზმის კომიტეტის ხელმძღვანელის, სერგეი ზასაევის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად ფეხბურთელები არ დაშავებულან.

„ფეხბურთელებს კონფლიქტი გარკვეული მოკლეტექსტური შეტყობინების გამო მოუვიდათ. ბიჭებისგან ვიცი, რომ მათ გაუგზავნეს სმს-ი უცენზურო გამონათქვამებით. საუბარი იყო არა ვინმე კონკრეტულზე, არამედ მთელს გუნდზე. ბიჭებს სურდათ დალაპარაკება უცენზურო გამონათქვამების ავტორებთან. მათთან ერთად კი იყო მისული ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც იარაღი ჰქონდათ. ჩვენმა ბიჭებმა დიდი გმირობა ჩაიდინეს ჩემპიონატზე. მათ კარგად იშრომეს და მოიგეს, თუმცა გამარჯვების სიხარული ამ ფაქტმა გადაფარა. სროლის საქმეზე გამოძიება დაიწყო და ფეხბურთელები მასში, როგორც მოწმეები ისე ფიგურირებენ“, - განაცხადა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სპორტის, ახალგაზრდობის და ტურიზმის კომიტეტის ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, არაღიარებულ სახელმწიფოთა მსოფლიო ჩემპიონატი ვლადიკავკაზში 9 ივნისს დასრულდა. ფინალში ერთმანეთ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და დასავლეთ სომხეთის გუნდები დაუპირისპირდნენ. მატჩი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი