ავტორი:

თუშეთის გზაზე მანქანა გადავარდა - რა ინფორმაცია აქვს კახეთის გუბერნატორს

თუშეთის გზაზე მანქანა გადავარდა - რა ინფორმაცია აქვს კახეთის გუბერნატორს

თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მე-18 კილომეტრზე მანქანა გადავარდა, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა.

კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტომობილში. როგორც გუბერნატორმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ასევე უცნობია ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ.

ამასთან, როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან პოლიციის, სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო- სამაშველო ბრიგადები, თუმცა მათთან დაკავშირება მობილური კავშირის არ არსებობის გამო, ამ დრომდე ვერ ხერხდება.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო