ავტორი:

ჩეჩნეთი და დაღესტანი ტერიტორიას ვერ იყოფენ - "ვინც საზღვრის ნიშანს მიეკარება, თითებს მოვამტვრევთ და ენას ამოვაძრობთ"

ჩეჩნეთი და დაღესტანი ტერიტორიას ვერ იყოფენ - "ვინც საზღვრის ნიშანს მიეკარება, თითებს მოვამტვრევთ და ენას ამოვაძრობთ"

დაღესტნისა და ჩეჩნეთის რესპუბლიკებს შორის საზღვრის დემარკაციასთან დაკავშირებით, წლების წინ დაწყებული კონფლიქტი გრძელდება. სასაზღვრო კონფლიქტი ამჯერად ყიზლიარში გამწვავდა. 10 ივნისს ჩეჩნეთ-დაღესტნის საზღვართან საგზაო ნიშანი დამონტაჟდა წარწერით "ჩეჩნეთის რესპუბლიკა, შელკოვსკის რაიონი", რამაც დაღესტნელების აღშფოთება გამოიწვია. იმავე დღეს ადგილობრივთა ჯგუფმა საგზაო ნიშანი მოხსნა.

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში ექსპერტი ეკატერინე სოკირინსკაია მიიჩნევს, რომ სადაო ადგილას ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვისა და ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარის მაგომედ დაუდოვის მისვლამ, რომელთაც თან შეიარაღებული პირები ახლდათ, ვითარება უფრო მეტად გაამწვავა. იქ მყოფმა დაუდოვმა დარწუნებით თქვა, რომ ადგილზე ნიშანი ისევ დამონტაჟდება, რაზეც დაღესტნელებმა სოციალურ ქსელებში უპასუხეს - "ვნახოთ!". არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ ადგილზე დაღესტნელების ჯგუფი მორიგეობს. kavkaz-uzel.eu-ს ცნობით, მათივე ინიციატივით დამონტაჟდა საგზაო ნიშანი წარწერით, "დაღესტნის რესპუბლიკა. ყიზლარის რაიონი". ამასთან, უკვე ცნობილია, რომ რამდენიმე დღის წინ ჩეჩნეთის საზღვარზე კიდევ ორი ნიშანი დაიდგა, ასევე დაღესტანში, ტარუმოვსკის რაიონში.

დაუდოვის განცხადებით, ორივე ნიშანი КамАЗ-ის დაღესტნელმა მძღოლმა მოგლიჯა, რომელსაც დაემქურა - თუ ამის გაკეთებას კიდევ ერთხელ გაბედავდა, ის თავად აღმოჩნდებოდა მისივე ავტომანქანის ბეტონის გადამამუშავებელ ავზში.

ეკატერინა სოკირინსკაიას თქმით, ინციდენტი რომელიმე მხრის მიერ ახალი საგზაო ნიშნის დადგმით ვერ ამოიწურება, რადგან გუშინ ჩეჩნეთ-დაღესტნის საზღვარზე, სადაო რაიონთან დაკავშირებით კადიროვმაც მუქარის ტონით ისაუბრა.

"ვინც ნიშანს მიეკარება, თითებს მოვამტვრევთ და ენას ამოვაძრობთ", - აღნიშნა მან, რასაც ექსპერტის ცნობით, უკამყოფილო კომენტარების ნიაღვარი მოჰყვა.

მისივე თქმით, ჩრდილოეეთ კავკასიაში საზღვრის დადგენა ყოველთვის ემოციური ფონზე მიმდინარეობდა. თუმცა, დაღესტნელებს თავმოყვარეობაც აქვთ და სულელურ რიტორიკაზე ადეკვატურად რეაგირებენ და თუ ეს გაგრძელდება, რეაქციაც შესაბამისი იქნება და შუაში უბრალო ადამიანები გაიჭყლიტებიან.

ექსპერტი ამბობს, რომ საზღვრის დადგენაში უფროსი თაობა, საზოგადოების წევრები, რელიგიური პირები, ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა ჩაერიონ, რათა პრობლემა მშვიდად, მოლაპარაკების მაგიდასთან მოგვარდეს.

საინფორმაციო სააგენტო Дербент-ის მთავარი რედაქტორის მილრად ფატულაევის ცნობით, კადიროვის მუქარას დაღესტნელების დაუგეგმავი აქცია მოჰყვა.

ამ ყველაფერს სხვა წინაპირობებიც ჰქონდა, დაუდოვმა გაკიცხა ყიზლიარის რაიონის მეთაური, ალექსანდრე პოგორელოვი, რომელმაც ვერ აუხსნა ადგილობრივ მოსახლეობას, თუ ვის ეკუთვნის ტერიტორია სინამდვილეში.

"თქვენი სოფლის ან სულაც რაიონის დეპუტატებს, სულაც მრჩევლებს შეხვედროდნენ, ამ პანიკას თავიდან ავიცილებდით", - განაცხადა მან ადგილობრივებთან შეხვედრაზე.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაუდოვი ამბობს, რომ გაუგებრობა ჩეჩნეთსა და დაღესტანს შორის ყიზლარის ხელმძღვანელობის გამოა, რომელმაც ჩეჩნეთის სატყეო ფონდი უკანონოდ მიითვისა.

ყიზლარის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას მან ნიშნის მორიგ დემონტაჟზე განაცხადა, რომ "ეს მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ მოხდება!", რაზეც ადგილობრივებმა მიუგეს, რომ "ახლაც მოხსნიდნენ და მისი სიკვდილის შემდეგაც". დაუდოვის თქმით, ჩეჩნეთი საკუთარ მიწას არ დათმობს, "ნიშნებს უკან დააბრუნებენ. რატომ? იმიტომ, რომ იქ უნდა იდგნენ". ამის შემდეგ, კადიროვის ბრძანებით, მოგვიანებით დაღესტნის საზღვართან ჩეჩენი ძალოვანები გამოჩნდნენ.

დაუდოვი, იგივე "ლორდი" ხისტი განცხადებებით გამოირჩევა. მას ჩრდილოეთ კავკასიაში კადიროვის მარჯვენა ხელსა და მისი დავალების უყოყმანოდ შემსრულებელს უწოდებენ. სწორედ დაუდოვის "ბიჭები", იგივე "კადიროვცები" ნადირობენ სექსუალურ უმცირესობის წარმომადგენლებზე. რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებსაც გადასწვდა - ინსტრაგრამზე პოსტი განათავსა, სახელწოდებით "როგორ უნდა დავუმოკლოთ ენა ჟურნალისტებს".

დაღესტნელი უფლებადამცველების თქმით, რუსეთის ცენტრალურ ხელისუფლებასთან დაახლოებული კადიროვი უგებს დაღესტნის მთავრობას, ამიტომაც აქტიურობს მოსახლეობა და ცდილობს, ვითარება გააკონტროლოს. ამასთან, მათივე თქმით, საფრთხე ემუქრება იმ ავტომანქანის მძღოლსაც, რომელმაც ჩეჩნური მხარის მიერ დადგმული ნიშანი მოგლიჯა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჩეჩნეთს მეზობელ რესპუბლიკასთან სასაზღვრო პრობლემა აქვს. გასული წლის სექტემბერში ჩეჩნების მხრიდან ტერიტორიის მიტაცება ინგუშებმა მრავალრიცხოვანი აქციებით გააპროტესტეს. 2018 წლის 26 სექტემბერში ინგუშეთის ლიდერი იუნუს-ბეკ ევკუროვი და ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი შეთანხმდნენ. შედეგად, ჩეჩნეთმა ინგუშეთის ნადტერეჩნის რაიონი, ინგუშეთმა კი მალგობეკსკის რაიონი მიიღო. თუმცა, მალევე პროტესტის ტალღამ ისევ იფეთქა, რასაც მასშტაბური დაკავებები მოჰყვა და საპროტესტო ტალღაც მიჩუმდა.

"კადიროვი ცდილობს, დაგვიმტკიცოს, რომ პუტინთან ახლობლობის ფონზე, ჩრდილოეთ კავკასიაში უპრეცენდენტო ლიდერია და შეუზღუდავი ძალაუფლებით სარგებლობს. ფაქტია, რომ ცენტრალური ხელისუფლებაც მას უფრო ენდობა", - წერს სოციალურ ქსელში დაღესტნელი აქტივისტი.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი