ავტორი:

"იმ მომენტში ჩემი ერთადერთი საფიქრალი კოტეს გადარჩენა იყო" - რას ჰყვება მძღოლი, რომელიც თუშეთის ავარიას სასწაულებრივად გადაურჩა

"იმ მომენტში ჩემი ერთადერთი საფიქრალი კოტეს გადარჩენა იყო" - რას ჰყვება მძღოლი, რომელიც თუშეთის ავარიას სასწაულებრივად გადაურჩა

14 ივნისს თუშეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, ერთი ადამიანის - 34 წლის კონსტანტინე ღუზარაულის სიცოცხლე შეეწირა, 40 წლის მძღოლი ალექსანდრე ბიძინაშვილი კი მძიმედ დაშავდა. ის მკურნალობის კურსს თელავის ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკაში გადის. შემთხვევა თუშეთის ყველაზე სახიფათო მონაკვეთზე - ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 25-ე კილომეტრზე მოხდა - გზის სავალი ნაწილიდან მოცურებული "პიკაპის" ტიპის ავტომანქანა დაახლოებით 50 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა, რის შედეგადაც ღუზარაული ადგილზე დაუღუპა, მძღოლი კი ძლივს გადაურჩა სიკვდილს.

ადგილზე სამაშველო ჯგუფები, პოლიციის და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყვნენ მობილიზებული. გამოძიება მოძრაობის წესების დარღვევის მუხლით აღიძრა.

მომხდარის შემდეგ გავრცელდა ვერსია, რომ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რაც ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გახდა. ადგილობრივების თქმით, გზის ამ მონაკვეთს არა ერთი ტრაგიკული შემთხვევა ახსოვს, გზა ხშირად იმეწყრება, არ იწმინდება და კატასტროფის მიზეზიც ეს ხდება.

ავტომობილი, რითაც თელავის მკვიდრი ორი ადამიანი გადაადგილდებოდა, რუსთავში არსებული ტურისტული კომპანიის საკუთრება იყო. kvirispalitra.ge შეეცადა ინფორმაცია პირველწყაროდან მიეღო. მიუხედავად მძიმე ფიზიკური და სულიერი მდგომარეობისა, ალექსანდრე ბიძინაშვილიინტერვიუზე დაგვთანხმდა. როგორც შევიტყვეთ,ის ავტომოტოსპორტის ვეტერანი და ფედერაციის წევრია, ასევე კარტინგსა და მოტოკროსში საქართველოს არაერთგზის ჩემპიონია.

- რა სახის დაზიანებები გაქვთ და თავს როგორ გრძნობთ?

- ტვინის შერყევის დიაგნოზი დამისვეს, ასევე ნეკნები დამტვრეული, ხელ-ფეხი კი დასერილი მაქვს. ალბათ ოთხშაბათამდე მომიწევს საავადმყოფოში დარჩენა.

- გვიამბეთ, რა და როგორ მოხდა, რამ გამოიწვია თქვენი ხევში გადაჩეხა?

- ტურისტულ კომპანიაში ვმუშაობ და სამსახურის მანქანით თუშეთში ვიყავი საქმეზე წასული. ომალოდან რომ მოვდიოდი, გზად კოტე დამემგზავრა და მთხოვა, თელავამდე გამოგყვებიო. მას თუშეთში საქონელი ჰყოლია აყვანილი და უკან ბრუნდებოდა. ეს ადამიანი, წლების წინ გავიცანი თუშეთში... იმ დღეს დიდი წვიმა იყო, მივდიოდით და იმ საბედისწერო მონაკვეთზე უცებ ქვა-ღორღი ჩამოიყარა. მეწყერი ზედ რომ არ ჩამოგვწოლოდა, ვფრთხილობდი, ნაშალს მომენტალურად მანქანა ავარიდე თუ არა, ახლა გზის ნაპირთან ჩაიშალა მიწა და გადავეშვით, სადღაც 50-60 მეტრის სიმაღლიდან ხევში ჩავცვივდით.. მანამდე მაგ გზაზე სამჯერ მანქანით და ერთხელ მოტოციკლითაც ვარ ნამყოფი...წაიკითხეთ სრულად

მთავარ ფოტოზე: გარდაცვლილი კონსტანტინე ღუზურაული

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ