ავტორი:

ვინ იყო 35 წლის მამაკაცი, რომელიც თუშეთში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა

ვინ იყო 35 წლის მამაკაცი, რომელიც თუშეთში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა

თუშეთში მე-18 კილომეტრზე მანქანის გადავარდნის შედეგად 35 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, ასევე დაშავდა 40 წლის მამაკაცი. იგი მრავლობითი დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავში, ყამბარაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდოდ, ავტომობილის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და გადავარდა ხევში. მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი კონსტანტინე ღუზურაულია. იგი თელავში ცხოვრობდა.

"როგორც ვიცი, თუშეთში საქონელი ააცილა და იქიდან ბრუნდებოდნენ, როდესაც ეს ტრაგედია მოხდა. კონსტანტინე მძღოლის გვერდით იჯდა" - განუცხადა AMBEBI.GE-ს თუშეთის გამგებელმა ლადო კახოიძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი