ავტორი:

"ზეგავლენას, განსაკუთრებით, ტყუპები და მშვილდოსნები იგრძნობენ" - რას გვიმზადებს დღევანდელი სავსემთვარეობა, რომელიც მზებუდობას ემთხვევა

"ზეგავლენას, განსაკუთრებით, ტყუპები და მშვილდოსნები იგრძნობენ" - რას გვიმზადებს დღევანდელი სავსემთვარეობა, რომელიც მზებუდობას ემთხვევა

ასტროლოგი ხათუნა ნოელი დღევანდელი სავსემთვარეობის შესახებ წერს და ზოდიაქოს ნიშნებს რეკომენდაციებსაც სთავაზობს:

"17 ივნისი სავსემთვარეობის დღეა. ასტროლოგიურად ეს არის მთვარისა და მზის საპირისპირო მხარეებზე განლაგება ანუ ოპოზიცია. როდესაც მზის ცენტრი, დედამიწა და მთვარე ერთ ხაზზე გამწკრივდება, დგება სავსე მთვარეობის მომენტი, რომელიც სულ რამდენიმე წამს გრძელდება. ამის შემდგომ პლანეტები აგრძელებენ თავიანთ ორბიტებზე მოძრაობას ჩვეულებისამებრ. მიუხედავად მოვლენის ასეთი ხანმოკლეობისა, სავსე მთვარის ზეგავლენა ადამიანებზე და გარემოზე საოცრად დიდია. ამ დღეს აქტიურდება ქალური, ფემინური ენერგია და მასკულინური, პირიქით - სუსტდება, ამიტომ კაცებს სავსემთვარეობაზე ფიზიკური დატვირთვისაგან თავის არიდებისკენ მოუწოდებენ ხოლმე. თუმცა, წელს ეს მზებუდობას ემთხვევა და ორი საპირისპირო ენერგია თითქმის თანაბრად ძლიერი იქნება.

მზისა და მთვარის დაპრისპირებით გამოწვეული ემოციური არამდგრადობა, ჯერ კიდევ წინა დღით იწყება და სავსე მთვარის მომდევნო დღეზეც გადადის. მზე და მთვარის ტრადიციულ ოპოზიციას ამჯერად მშვილდოსნის 26° ზე ემატება მთვარის შეერთება იუპიტერთან. თავად იუპიტერი კი დაძაბულ ასპექტშია ნეპტუნთან. რადგან სავსემთვარეობა მშვილდოსანი-ტყუპის ღერძზე ხდება, მაშასადამე ისეთ თემებს წამოწევს წინ, როგორიცაა განათლების მიღება, ტურისტულ ბიზნესთან, უმაღლეს სასწავლებელში სწავლასთან, ტრეინინგებთან, ასევე საგამომცემლო და სარეკლამო საქმესთან დაკავშირებული საკითხები. უცხოეთში გამგზავრება, შორი და ახლო კონტაქტები, საჭირო კავშირების და ინფორმაციის მოძიებისკენ ლტოლვა. ეს ტენდენცია მომდენო მთვარის ფაზამდე ანუ ახალმთვარეობამდე შენარჩუნებული იქნება. მის ზეგავლენას, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ტყუპები და მშვილდოსნები იგრძნობენ, ასევე ის ადამიანებიც, ვისაც სხვა პირადი პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები ამ ნიშნების 25-27 გრადუსის ფარგლებში ჰყავთ განლაგებული.

სავარაუდოდ, ზოგი პროექტი ამოწურავს ამ კვირაში თავს, ზოგში კი სერიოზული კორექტივების შეტანა გახდება აუცილებელი. ვინაიდან გარემოებები, როდესაც ჩვენ მათზე მუშაობა დავიწყეთ, სულ სხვა იყო და დღეს სულ სხვა სიტუაციებთან გვაქვს საქმე. არის იმის საშიშროება, რომ გადაჭარბებული ოპტიმიზმის ფონზე, დეტალები ყურადღების მიღმა დაგვრჩეს. და პირიქით, ის, რაც აქამდე დაფარული იყო - გამოაშკარავდეს. ამიტომ ყურადღების გამოჩენა ათმაგად და ასმაგად გვმართებს 17-შიც და მთლიანად ამ კვირაშიც.

სავსემთვარეობა სამყაროში ენერგეტიკულ დაძაბულობას იწვევს. ამიტომ არაა გამორიცხული ამ პერიოდში შეხლა-შემოხლა და კამათი, მეტადრე იდეოლოგიურ თემებთან, რელიგიურ მრწამსთან და მორალურ-ეთიკურ ფასეულობებთან დაკავშირებულ აზრთა სხვადასხვაობის გამო.

ეცადეთ, არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება ახლობელ ადამიანებთან უსარგებლო კამათით. გახსოვდეთ, სავსემთვარეობა გადაივლის, ხოლო ცხოვრება გრძლედება და ჩვენ ისევ მოგვიწევს ჩვენს გარშემომყოფებთან ურთიერთობა".

სავსემთვარეობასთან დაკავშირებით, რჩევებს გვიზიარებს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელიც:

"შეგახსენებთ, რომ დღეს, 17 ივნისს სავსემთვარეობაა!

მსუბუქად, ჰარმონიულად და მშვიდად განვლეთ ეს დღე. ყოველგვარი გადაქანცვის გარეშე...

მოერიდეთ აგრესიული მზის სხივებს...

ნუ გადაიღლებით ფიზიკურად და ფსიქოემოციურად...

ძალიან კარგია დაუმთავრებელი საქმეების დაგეგმვა, რომლებსაც განახორციელებთ უახლოეს 12 დღის განმავლობაში.

დღეს ძალიან კარგია განტვირთვის დღის მოწყობა ორგანიზმის წმენდისთვის, კარგია წონაში დასაკლებად, რადგან კლებადი მთვარე ადვილად თმობს ზედმეტ კილოგრამებს.

21 ივნისიდან მოიშორეთ ზედმეტი ნივთები და ტანსაცმელები, რომლებსაც წლებია აღარ ხმარობთ, ნუ კვებავთ თქვენი სასიცოცხლო ენერგიებით ძველ ნივთებს!... მოერიეთ თავს და გ ა თ ა ვ ი ს უ ფ ლ დ ი თ!"

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს