ავტორი:

ღიპიანი კაცები უფრო მომხიბვლელები არიან, ვიდრე დაკუნთულები - ახალი კვლევის შედეგები

ღიპიანი კაცები უფრო მომხიბვლელები არიან, ვიდრე დაკუნთულები - ახალი კვლევის შედეგები

მამაკაცები მცირე ზომის ღიპით უფრო სექსუალურები არიან, ვიდრე იდეალურად ნავარჯიშები სხეულით, Planet Fitness-ის კვლევის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Sun წერს.

სხეულის მრგვალი ფორმები არაერთ ცნობილ ვარსკვლავს აქვს, მაგალითად - დენი დაიერს და კრის პრატს. პრატმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ფილმისთვის რამდენიმე კილოგრამის დაკლება დასჭირდა, თუმცა აღნიშნავს, რომ ნებისმიერი წონით კომფორტულად გრძნობს თავს.

საკუთარი სხეულის ფორმების გამო როგორც ჩანს, არც ლეონარდო დიკაპრიო გრძნობს თავს ცუდად - ვარსკვლავი სანაპიროზე პაპარაცებმა არაერთხელ გადაიღეს.

როგორც აღმოჩნდა, არც ყველა სპორტსმენს აქვს იდეალურად დაკუნთული სხეული - ბელგიელმა ედენ აზარმა „რეალ მადრიდში“ გადასვლისას სამედიცინო შემოწმების დროს გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ცხადია, ზედმეტი წონა არ აწუხებს, თუმცა მისი მუცელი საკმაოდ მოშვებულია.

როგორც ირკვევა, დაუკუნთავი სხეული სულ უფრო მეტ ადამიანს იზიდავს. „პლანეტ ფიტნესის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ გამოკითხულთა 78%-ს თვითდაჯერებულობა ყველაზე მეტად მოსწონს. კვლევაში მონაწილეების აზრით, მოშვებული სხეული იმისი მაჩვენებელია, რომ მამაკაცებს თვითრწმენის პრობლემა არ აქვთ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს