ავტორი:

აბასთუმანში დაკარგული ახალგაზრდების პოვნისა და ოჯახის წევრებთან შეხვედრის ემოციური კადრები (ფოტოები)

აბასთუმანში დაკარგული ახალგაზრდების პოვნისა და ოჯახის წევრებთან შეხვედრის ემოციური კადრები (ფოტოები)

მაშველებმა აბასთუმნის ტყეში დაკარგული ახალგაზრდები გუშინ იპოვეს, ისინი დღეს ჩამოიყვანეს. აღნიშნულთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას აქვეყნებს:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია დაბა აბასთუმანში გაუჩინარებული ტურისტული ჯგუფის შესახებ. ინიციატორის გადმოცემით, 7 ახალგაზრდა მოქალაქისგან შემდგარი ჯგუფი აბასთუმნის ტყე-პარკში რამდენიმე დღის წინ წავიდა, თუმცა მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა და საჭირო იყო მაშველების დახმარება.

ტურისტული ჯგუფის ადგილსამყოფელის დასადგენად საძიებო-სამაშველო ღონისძიებები აბასთუმნის ტყის ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებმა დაიწყეს. ოპერაციის ფარგლებში, მაშველებმა დაათვალიერეს ობსერვატორიის, ნასაბაჯვარის მთის, წყალსადენის და ზეკარის უღელტეხილის ტერიტორიები.

უწყვეტი სამაშველო-საძიებო ოპერაციის შედეგად, ტურისტული ჯგუფი ნაპოვნია უვნებლად. ახალგაზრდები ამ დროისთვის უკვე ჩამოყვანილები არიან უსაფრთხო ადგილას. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო 50-მდე მეხანძრე-მაშველი შესაბამისი აღჭურვილობით. ასევე, პროცესში მონაწილეობას იღებდნენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერთა ჯგუფი და პოლიციის შესაბამისი დანაყოფები", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელსაც თან დართული აქვს ახალგარზდებისა და მათი ოჯახის წევრების შეხვედრის ემოციური კადრები.

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავამარცხო, ცოტა ღმერთიც მომეხმაროსო.." - ნინო შუბლაძემ დის კოვიდთან ბრძოლის უმძიმესი ამბავი გაიხსენა

"არასოდეს დავნებდები, ახლა თავს უკეთ ვგრძნობ" - კრისტიან ერიქსენის პირველი კომენტარი მოედანზე მომხდარი დრამატული შემთხვევის შემდეგ

"ნესტიანი კედლები, უჰაერო სივრცე და ფანჯარა, საიდანაც სხივი არადროს შემოდის" - როგორი იყო საბჭოთა პერიოდის საპატიმრო თბილისის ცენტრში - დავით თაბაგარის ფოტოები