ავტორი:

დავით სერგეენკომ სამინისტრო დატოვა - რა პოსტს დაიკავებს ყოფილი მინისტრი

დავით სერგეენკომ სამინისტრო დატოვა - რა პოსტს დაიკავებს ყოფილი მინისტრი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომთანამდებობა დატოვა. განცხადება მინისტრის წასვლის შესახებ პრემიერ - მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რამდენიმე წუთის წინ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

დავით სერგეენო ჯანდაცვის მინისტრის პოსტს 2012 წლიდან, მას შემდეგ იკავებდა, რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ გუნდი მოვიდა. ის აღნიშნულ თანამდებობაზე 2012 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა.

მანამდე სერგეენკო იყო საჩხერის საავადმყოფოს გენერალური დირექტორი და გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პირადი ექიმიც.

სერგეენკოს მინისტრობის პერიოდის ძირითადი რეფორმები საყოველთაო დაზღვევას და C ჰეპატიტის სამკურნალო პროგრამას ეხება. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა კვლევების თანახმად, დავით სერგეენკოს პერსონა რეიტინგებში ძირითადად მოწინავე ადგილებს იკავებდა.

ყოფილი მინისტრი პრემიერის აპარატში გადაინაცვლებს და მამუკა ბახტაძის მრჩეველი იქნება. გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა:

„დღეს ჩვენ გვაქვს ცვლილება, რომლის მიხედვითაც დავით სერგეენკო დაინიშნება ჩემს მრჩევლად და ჯანდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს ეკა ტიკარაძე“, - აღნიშნა პრემიერმა.

ტიკარაძე ამ დრომდე საჩხერის საავადმყოფოს ხელმძღვანელობდა.

სერგეენკოს თქმით, ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ეკატერინე ტიკარაძეს რეკომენდაცია თავად გაუწია.

„ჩვენ გარკვეული პერიოდის, რამდენიმე კვირის განმავლობაში გვქონდა ინტენსიური კონსულტაციები, როგორი იქნებოდა ოპტიმალური, რომ რეფორმების ახალი ტალღა სწორად დაგეგმილიყო და განხორციელებულიყო. ჩვენ შევთანხდით იმაზე, რომ ასეთი ცვლილება იქნებოდა უფრო მეტი შედეგის მომტანი. არ დაგიმალავთ, რომ ეს ჩემი ინიციატივა იყო.

მე ვთხოვე პრემიერს, რომ განგვეხილა ასეთი ცვლილებები იმისთვის, რომ უკეთესი შედეგი მიგვეღო. მე გავუწიე რეკომენდაცია ქალბატონ ეკას, რადგან ჩვენ 10 წელზე მეტია თანამშრომლობის გამოცდილება გვაქვს სხვადასხვა სფეროში და ძირითადად ესაა ჯანდაცვის მენეჯმენტი. მე მჯერა და ეს არაა ერთჯერადი შეხედულება, რომ ასე უკეთესად განვითარდება რეფორმები. ერთი მხრივ, მეც მეტი საშუალება მექნება, რომ სტრატეგიულ დაგეგმარებასა და განვითარებაზე ვიყო კონცენტრირებული და მხარში ამოვუდგე პრემიერს, ახალ ჯანდაცვის მინისტრს კი მეორე მხრივ ექნება საშუალება, თავისი ცოდნა მოახმაროს ამ რთული სისტემის მართვას“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები