ავტორი:

მერკელი ზელენსკისთან შეხვედრისას ცუდად გახდა - რითი ხსნის კანცლერი ძლიერ კანკალს

მერკელი ზელენსკისთან შეხვედრისას ცუდად გახდა - რითი ხსნის კანცლერი ძლიერ კანკალს

გერმანიის კანცლერი უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს ცუდად გახდა, ვლადიმირ ზელენსკის გვერდით მდგომი ანგელა მერკელი ძლიერად კანკალებდა, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ ეს სიცხისა და დეჰიდრაციის ბრალი იყო.

მერკელი ზელენსკის ბერლინში მასპინძლობს. „დეილი მეილი“ წერს, რომ შეხვედრისას, როდესაც მერკელი ცალსახად ვერ გრძნობდა თავს კარგად, ტემპერატურა 28 გრადუსი იყო.

ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნების დასრულების შემდეგ კანცლერი უკეთესად გამოიყურებოდა, ის ზელენსკისთან ერთად შენობაში შევიდა.

VIDEO : აკანკალებული მერკელი ზელენსკისთან შეხვედრაზე - რა დაემართა გერმანიის კანცლერს?

მოგვიანებით პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა მას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა. მერკელმა უპასუხა, რომ მას შემდეგ სულ მცირე სამი ჭიქა წყალი დალია და თავს უკვე შესანიშნავად გრძნობდა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე