ავტორი:

შსს პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს

შსს პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინსიტრო მოუწოდებს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ კანონდარღვევა და ძალადობა და დატოვონ პარლამენტის ტერიტორია, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ საშუალებებს. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას აპირებს.

რამდენიმე წუთის წინ აქციაზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა. მან მოქალაქეებს პოლიციის მოთხოვნების დამორჩილებისკენ მოუწოდა.

„თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ახლა დგას ამ მოედანზე და გამოთქვამს სამართლიან პროტესტს, მოვუწოდებ ერთმნიშვნელოვნად დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას. რაც აქ ხდება, ამას ჰქვია სახელწმიფო ინსტიტუტების შტურმი. სხვას ყველაფერს მოგვიანებით გეტყვით,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამ წუთებში აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობენ,რის საშუალებასაც სამართალდამცველები არ აძლევენ. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა. აქციის მონაწილეები პოლიციელებს საგნებს ესვრიან. სამარათალდამცველები ნიღბებით და ხელკეტებით არიან შეიარაღებული.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს