ავტორი:

"საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ვხედავთ, რომლის კოორდინირებაც, დაკავშირებულია სააკაშვილთან"

"საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ვხედავთ, რომლის კოორდინირებაც, დაკავშირებულია სააკაშვილთან"

თბილისმა რუსეთს ოფიციალური ბოდიში უნდა მოუხადოს მართლმადიდებლურ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში მონაწილე რუსი დელეგატების წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციების გამო, - განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმირ ჯაბაროვმა.

მისივე თქმით, საქართველომ რუსეთს ბოდიში უნდა მოუხადოს რუსი პარლამენტარების წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციების გამო და არეულობის პერიოდში თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი სახის საერთაშორისო ღონისძიების ჩატარებისგან.

ამასთანავე, ის ასამბლეიდან საქართველოს გარიცხვის წინააღმდეგ გამოვიდა.

„ჩვენ არ უნდა შევლახოთ ქართული მართლმადიდებლობის ინტერესები, პროვოკატორების ქმედებები საქართველოს მტრებს ხელს აძლევს“, - განაცხადა რუსმა დეპუტატმა.

მან ასევე მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ ოფიციალური საერთაშორისო ღონისძიება ქვეყანაში ურთიერთდაპირისპირების გასამწვავებლად გამოიყენეს.

მოცემულ მომენტში საქართველოში მიმდინარე მოვლენები რადიკალური ძალების მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ემსახურება - აღნიშნული განცხადება რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა გააკეთა. მისი თქმით, აშკარაა, რომ რადიკალური ძალების კოორდინირება საზღვარგარეთიდან ხდება.

„ახლა საქართველოში ცალსახად ვხედავთ ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით რადიკალური ექსტრემისტული ძალების მიერ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, რომელის კოორდინირებაც დიდწილად საზღვარგარეთიდან ხდება, რაც ჩვენი აზრით, დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილთან“, - აღნიშნა გავრილოვმა.

ამასთან, დეპუტატმა ალექსეი ჩეპამ, რომელიც ასამბლეის სესიის ფარგლებში ასევე იმყოფებოდა საქართველოში, რუსულ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ რადიკალები ტელეფონით ზარებს ახორციელებდნენ და ინგლისურ ენაზე საუბრობდნენ.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე