ავტორი:

"საქართველო აღარ არის!" - "რია ნოვოსტი" რობერტ სტურუას სიტყვებს ციტირებს

"საქართველო აღარ არის!" - "რია ნოვოსტი" რობერტ სტურუას სიტყვებს ციტირებს

თბილისში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი რობერტ სტურუა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება.

"ბოროტმა სულმა იმარჯვა... ნაცისტები ზეიმობენ: ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო აღარ არის!" - წერს სტურუა და ფოტოსაც ურთავს მინაწერს.

სტურუას აღნიშნული ფეისბუქ-პოსტი რუსული საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ისთვის ინსპირაციის წყაროდ იქცა და საკუთარ საიტზეც გამოაქვეყნეს ნიუსი აღნიშნულის შესახებ.

"ქართველი და რუსი მსახიობი, მოსკოვის თეატრ Et Cetera-ს მთავარი რეჟისორი რობერტ სტურუა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე კომენტარს აკეთებს და მიიჩნევს, რომ "საქართველო აღარ არის".

საქართველო საპროტესო აქციებმა წალეკა. თბილისის ცენტრში მომიტინგეებმა გააპროტესტეს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში რუსი დელეგატების მონაწილეობა. ხუთშაბათს რადიკალებმა ალყაში მოაქციეს პარლამენტის შენობა, სადაც რუსეთის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, საღამოს კი პარლამენტში შტურმით შესვლა სცადეს. სპეცრაზმმა მიტინგი დაშალა - დაშავდა 240 ადამიანი, დაკავებულია 300-ზე მეტი" - ვკითხულობთ РИА Новости-ის გვერდზე გავრცელებულ მასალაში.

"ამერიკაში ძუძუმწოვარა ბავშვებს აწამებენ" - რობერტ სტურუას განცხადება, რომლის გამოც რეჟისორს სოციალურ ქსელში მწვავედ აკრიტიკებენ

"იმ საწყალ ბიჭს ისეთი სიმთვრალე ჰქონდა, თქვენს მაგიდასთან რომ იგივე გაეკეთებინა, შეიძლება იქვე მოგეკლათ“ - ნინა წკრიალაშვილი სანდრო გირგვლიანზე

"მადლობა, რომ მგლების ლუკმა არ გახდა ჩემი შვილი" - ტყეში დაკარგული მცირეწლოვანი გოგონა პოლიციამ იპოვა და მშობლებს დაუბრუნა