ისანში, ე.წ "კახელების მარშუტკების" გაჩერებაზე შუახნის მამაკაცი მოკლეს. გარდაცვლილი სამარშრუტო ტაქსის მძღოლია, რომელიც გურჯაანიდან ასრულებდა ყოველდღიურ რეისებს. მოკლული მამაკაცი გურჯაანელია.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, მკვლელი მსხვერპლს სავარაუდოდ ელოდა. თვითმხილველების თქმით, "როცა დანა დაარტყა უთხრა: ამას არ გაპატიებდიო".
გარდაცვლილს ცივი იარაღით სამი ჭრილობა აქვს მიყენებული. ის შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა გზაში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება სსკ-ის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, თუმცა შსს-ს ცნობით, მუხლი გადაკვალიფიცირდება.