ავტორი:

ლევან მურუსიძემ 20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული ხუთი პირიდან, ერთის გარდა, ყველა გაათავისუფლა

ლევან მურუსიძემ 20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული ხუთი პირიდან, ერთის გარდა, ყველა გაათავისუფლა

20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე აქციაზე დაკავებულები ბესიკ თამლიანი, გიორგი ნაჭყებია, ვახტანგ ნიკოლეიშვილი, მიხეილ მაღლაკელიძე და ვასილ წიკლაური თბილისის სააპელაციო სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო, თუმცა, ნაჭყებიას გარდა, ყველა დარბაზიდან გაათავისუფლა.

კერძოდ, მოსამართლე ლევან მურუსიძემ აღნიშნა, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს სამართალდამრღვევა და მათ განესაზღვრათ 3 და 5 დღე-ღამის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა, რაც მათი დაკავების მომენტიდან აითვალა. შესაბამისად, ხუთი პირიდან ოთხი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. გიორგი ნაჭყებია სასამართლომ სცნო სამართალდამრღვევად და 5 დღე-ღამის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა განუსაზღვრა, შესაბამისად, პატიმრობაში დატოვა და ის დაწესებულებას ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვებს. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე ლევან მურუსიძემ გამოაცხადა. დაკავებულებს 13-13 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ჰქონდათ შეფარდებული.

ცნობისთვის, 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე დაკავებულ პირებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების დარღვევას ედავებოდნენ, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს